მი­წა­ში ჩა­ტა­ნე­ბუ­ლი ერ­თი მუ­ჭა ოქ­რო და მემ­კ­ვიდ­რის გა­რე­შე დარ­ჩე­ნი­ლი მდი­და­რი წყვი­ლი

მი­წა­ში ჩა­ტა­ნე­ბუ­ლი ერ­თი მუ­ჭა ოქ­რო და მემ­კ­ვიდ­რის გა­რე­შე დარ­ჩე­ნი­ლი მდი­და­რი წყვი­ლი

ალბათ, უმრავლესობა ერთხელ მაინც ყოფილა მწერალთა სახლში გამართულ წიგნის წარდგინებასა თუ სხვადასხვა ღონისძიებაზე და ამ შენობის ინტერიერით მოხიბლულა. მაჩაბლის ქუჩა 13-ის ნაგებობა, რომელშიც მოგვიანებით მწერალთა კავშირი განთავსდა, თავდაპირველად ქალაქ თბილისის საპატიო მოქალაქეს, ქიმიისა და ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორს, რუსეთის იმპერიაში ქარხნული კონიაკის პირველ მწარმოებელს, ცნობილ საზოგადო მოღვაწესა და მეცენატ დავით სარაჯიშვილს ეკუთვნოდა.

სახლის საძირკველში ჩატანებული ოქრო

დავით სარაჯიშვილი 1902 წლამდე მამისეულ ძველ სახლში ცხოვრობდა. როცა მისი ახლით შეცვლა გადაწყვიტა, ძველი დაანგრია და გერმანიიდან არქიტექტორი კარლ ცაარი ჩამოიყვანა, ხოლო ინჟინრებად ალექსანდრე ოზეროვი და კორნელი ტატიშჩევი მოიწვია. ორსართულიანი, მაღალი მანსარდით დახურული შენობა ხელოვნური ქვით არის მოპირკეთებული და სტილისტური თვალსაზრისით როგორც მოდერნის სტილს, ისე ბაროკოსა და როკოკოს ელემენტებს შეიცავს. სახლს ხის აივნები, კარ-ფანჯარა, ბიბლიოთეკა, ფოიე და სხვა გაფორმება-მოჩუქურთმება იმ დროის ცნობილმა ხის დამუშავების ოსტატმა ილია მამაცაშვილმა შეასრულა. როგორც ილიას უფროსი შვილის ნიკოლოზის მოგონებებში ვკითხულობთ, ძველი ბინის დანგრევამდე დავითს დიდი მეჯლისი მოუწყვია, ხოლო ახალი საძირკვლის ჩაყრისას, იმდროინდელი წესისა და ადათის მიხედვით, მიწაში ერთი მუჭა ოქრო ჩაუტანებია.

სახლის ვერანდა მოპირკეთებულია ცნობილი ფირმის "ვილეროი და ბოხის" კერამიკული ფილებით. მსგავსი ფორმისა და მოხატულობის ფილები დიდი იშვიათობაა და მხოლოდ განსაკუთრებული შეკვეთისა და მესაკუთრეებისთვის მზადდებოდა. კიოლნის ტაძარი გერმანიაში, მოსკოვის დიდი თეატრი, აინზიდელნის სააბატო შვეიცარიაში - ეს ის შენობებია, რომელსაც იმავე სტილის კერამიკული ფილები ამშვენებს, რაც მწერალთა სახლის ვერანდაზეა.  წაიკითხეთ სრულად

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი