"რეზონანსი" - 2018 წლამდე ტაქსებს არავინ შეეხება

"რეზონანსი" - 2018 წლამდე ტაქსებს არავინ შეეხება

თბილისში ტაქსების რეგულაცია მომავალ წლამდე გადაიდება. ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი, როდის დაიწყება ლიცენზირების პროცესი და არც სქემაა მზად, სადაც ზუსტად იქნება ყველა საკითხი გაწერილი.

როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, სატრანსპორტო სფეროს სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ სატრანსპორტო სფეროს ამ კუთხით რეგულირება შედეგს ვერ გამოიღებს და ტაქსების უმრავლესობა არალეგალურად იმოქმედებს.

მერიაში მიაჩნიათ, რომ ის ტაქსები, რომლებიც თბილისის ქუჩებში გადაადგილდებიან, უნდა აკმაყოფილებდნენ შესაბამის ნორმებს და იყვნენ ტექნიკურად გამართულნი. ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის პრესსამსახურის წარმომადგენელმა მირიან ლებანიძემ "რეზონანსს" განუცხადა, რომ ამ მიმართულებით რეგულირების პროცესის დაწყება მიზანშეწონილია. მისი თქმით, ავტომობილი უნდა იყოს მუდმივად მწყობრში, ხოლო მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეესაბამებოდეს ნორმებს.

"ვფიქრობთ, ამგვარი რეგულაცია არ მოითხოვს განსაკუთრებულ პროცედურას და არც ისეთ თანხასთან არ იქნება დაკავშირებული, რასაც მძღოლები ვერ გაუმკლავდებიან. ეს არის ზოგადი მონახაზი. უფრო კონკრეტულად ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებთ იმიტომ, რომ ჯერ არ არის გადაწყვეტილი, როდის დაიწყება ტაქსების ლიცენზირება და არც სქემაა მზად, სადაც ზუსტად იქნება ყველა საკითხი გაწერილი", - განაცხადა ლებანიძემ.

კოალიცია "საზოგადოებრივი ინიციატივა", "ეკო-ტრანსპორტ ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი ვასო ურუშაძე "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ მერიის ინიციატივა შედეგს ვერ გამოიღებს. ტაქსისტების უმრავლესობა "იატაკქვეშეთში" გადაინაცვლებს.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი