Freedom House-ის პრესის თავისუფლების ინდექსით, საქართველო კვლავ „ნაწილობრივ თავისუფალია“, თუმცა პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის საუკეთესო მაჩვენებელი აქვს

Freedom House-ის პრესის თავისუფლების ინდექსით, საქართველო კვლავ „ნაწილობრივ თავისუფალია“, თუმცა პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის საუკეთესო მაჩვენებელი აქვს

საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-მა 2017 წლის პრესის თავისუფლების ინდექსი გამოაქვეყნა. აღნიშნული ინდექსის თანახმად, საქართველო ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების კატეგორიაში შედის. აღსანიშნავია, რომ 2016 წელთან შედარებით საქართველოს სტატუსი არ შეცვლილა.

საქართველომ 50 ქულა მიიღო. ინდექსის მიხედვით, 0 ქულა ნიშნავს ყველაზე თავისუფალს, ხოლო 100 - ყველაზე ნაკლებად თავისუფალს.

ანგარიშში ასევე შეფასებულია საქართველოს საკანონმდებლო (13/40), პოლიტიკური (21/40) და ეკონომიკური (16/30) გარემო.

აღსანიშნავია, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის საქართველოს საუკეთესო მაჩვენებელი აქვს, ხოლო გლობალურ რეიტინგში 102-ე პოზიციაზეა. პოსტსაბჭოთა სივრცეში ნაწილობრივ თავისუფალი სტატუსი მხოლოდ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას გააჩნია.

"ინტერპრესნიუსი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი