რატომ ჰქვია შავ ზღვას შავი - 10 უცნობი ფაქტი შავი ზღვის შესახებ

რატომ ჰქვია შავ ზღვას შავი - 10 უცნობი ფაქტი შავი ზღვის შესახებ

პირველი ცნობა შავი ზღვის შესახებ ძვ.წ. V საუკუნეს ეკუთვნის. სწორედ შავი ზღვის გავლით მოვიდნენ არგონავტები კოლხიდაში, ოქროს საწმისის წასაღებად.

1. მიუხედავად იმისა, რომ შავ ზღვაში წყალი შავი არ არის, ძველთაგანვე, სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები, მას "შავს" უწოდებდნენ. თუმცა, ზუსტად ცნობილი არ არის, ვინ, როდის და რატომ დაარქვა, ან ასე რატომ აიტაცეს ეს სახელი. ამ საკითხთან დაკავშირებით, რამდენიმე ვერსია არსებობს. მათ შორის, ყველაზე გავრცელებული შემდეგი ვერსიებია:

ერთი ვერსიის მიხედვით, სახელი მას ძველმა ბერძნებმა დაარქვეს. ისინი შავ ზღვას - პონტ აქსინოს (ბერძ. Πόντος Ἄξενος) უწოდებდნენ, რაც "არასტუმართმოყვარე ზღვას", ბნელ ანუ შავ ზღვას ნიშნავს. სავარაუდოდ, ეს სახელი ზღვამ იმით დაიმსახურა, რომ მასზე ზღვაოსნობა რთული იყო. მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც მისი სანაპირო ზოლი ბერძნებმა შეისწავლეს და მიმდებარე ტერიტორიების კოლონიზაცია მოახდინეს, მას პონტო ექსინოსი (ბერძ. Πόντος Εὔξενος, "სტუმართმოყვარე ზღვა") დაარქვეს.

მეორე ვერსიის თანახმად, "შავი", ზღვას თურქებმა დაარქვეს, როდესაც ისინი, მისი სანაპიროს დაპყრობის დროს, დიდ წინააღმდეგობას წააწყდნენ ადგილობრივი მოსახლეობისგან. მათ ზღვას "კარადენიზი" დაარქვეს, რაც შავს, არასტუმართმოყვარეს ნიშნავს.

ჰიდროლოგების ვერსიით, ზღვა "შავი" იმიტომ არის, რომ ნებისმიერი ლითონის ნივთი, რომელიც ზღვის ღრმა წყლებში ხვდება, შავი ნადებით იფარება. ამის მიზეზი 200 მ.-ს ქვემოთ, წყალი დიდი რაოდენობით გოგირდწყალბადს შეიცავს და ლითონთან შეხების დროს, მის კოროზიას იწვევს. დღეს გოგირდწყალბადიანი წლყის ზღვარი - 150-200 მ. სიღრმეზე გადის. მაგრამ, შესაძლებელია შორეულ წარსულში, ის ბაქტერია, რომელიც ამ ნივთიერებას წარმოქმნის, წყლის ზედა ფენებშიც იყო, რადგან როგორც ძველი მეზღვაურები ამბობდნენ, შავ ზღვაში ცურვის დროს, მათი გემები შავი აპკით იფარებოდა და ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს ზღვაში შავი წყალი იყო.

2. იმის გამო, რომ 150-200 მ. ქვემოთ, ზღვის წყალი გოგირდწყალბადით არის გაჯერებული, ზღვა უსიცოცხლოა ანუ ზოგიერთი სახეობის ბაქტერიის გარდა, იქ ფლორისა და ფაუნის არცერთი წარმომადგენელი არ არის. ცოცხალ ორგანიზმებს ასეთ გარემოში არსებობა არ შეუძლიათ.

3. შავ ზღვაში, 350-400 კმ. სიგრძის, წყლის ორი წრიული დინებაა და ამ წრებრუნვებს, მისი აღმომჩენის, ნ. კნიპოვიჩის პატივსაცემად, "კნიპოვიჩის სათვალე" უწოდეს.

განაგრძეთ კითხვა

მრევლი და სამღვდელოებაც ძალიან დაიძაბა - მეუფე მელქისედეკი

ჩემი მონაწილეობით მსგავსი შეხვედრა არ ყოფილა - მეუფე გრიგოლი მეუფე იაკობის განცხადებაზე

რატომ არ დაესწრო ილია მეორე დღეს საკვირაო წირვას სამებაში - პატრიარქის ექიმის კომენტარი