მარნეულში მე-12 კლასელი გოგონა მოიტაცეს

მარნეულში მე-12 კლასელი გოგონა მოიტაცეს

მარნეულის სოფელ თაქალოში მეთორმეტე კლასელი გოგო მოიტაცეს. ინფორმაცია "საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციას" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყებაში აცხადებენ, რომ ფაქტი გოგონას სკოლაში მისვლამდე მოხდა.

შსს-ს თქმით, ბრალდებულის ვინაობა უკვე ცნობილია და ახლა მისი ადგილმდებარეობის დადგენა მიმდინარეობს. გამოძიება სისხლის სამართლის 143-ე მუხლითაა დაწყებული, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.

წყარო: garb.ge

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია