ზესატაფონის ქ. №19ა-ში გამაგრებითი სამუშაოები და მოსახლეობის ევაკუაცია გრძელდება

ზესატაფონის ქ. №19ა-ში გამაგრებითი სამუშაოები და მოსახლეობის ევაკუაცია გრძელდება

თბილისის მერია ზესტაფონის ქ. №19ა-ში საცხოვრებელი კორპუსიდან ევაკუაციის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. მერიის ცნობით, ნაძალადევის რაიონში, ზესატაფონის ქ. №19ა-ში კორპუსის სვეტი გაიბზარა.

"დილიდან მიმდინარეობს შენობის გამაგრებითი სამუშაოები. მოსახლეობის ევაკუაცია ამ დრომდე გრძელდება. კორპუსში 95 ოჯახი ცხოვრობს - ვისაც დასარჩენი არსად აქვს, ნაძალადევის რაიონის გამგეობა უზრუნველყოფს მათ დაბინავებას. გამგეობა აანაზღაურებს ბინისა და სასტუმროს ხარჯებს", - აცხადებენ მერიაში.

შემთხვევის ადგილზე, მთელი დღის განმავლობაში, გამგეობის თანამშრომლებთან ერთად, იმყოფებოდა ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე.

"შენობის ნაწილის დაზიანების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ექსპერტიზის დასკვნა რამდენიმე დღეში დაიდება. სპეციალისტების მიერ ავარიული ფრაგმენტის დათვალიერების შემდეგ, საჭირო გახდა მოსახლეობის ევაკუაცია, იმისათვის, რომ აქტიურად გაგრძელდეს გამაგრებითი სამუშაოები. შენობის ავარიულობის შესახებ აქამდე საუბარი არ ყოფილა. დღევანდელი შემთხვევის გამო, კორპსუსის მთლიანად შესწავლა მოხდება, რის შემდეგაც გაგრძელდება საჭირო ინფრასტრუქტურული სამუშაოები," - განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა.

ზესტაფონის ქ. №19ა-ში გამაგრებით სამუშაოებს თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური აწარმოებს.

ქობულეთის მერს კორონავირუსი დაუდასტურდა

კორონავირუსით ინფიცირებული 641 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, 322 კი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება

"სააგენტოს ქმედებებში მთავარი ხარვეზი გამოიკვეთა - საშემსრულებლო პროცესის არასაკმარისი მეთვალყურეობა" - რატომ გახდა საჭირო გელათის დროებითი ცინკით გადახურვა?