რო­გორ გა­და­ურ­ჩა დას­ჯას ქარ­თ­ვე­ლი, რო­მელმაც ინ­გ­ლი­სის დე­დო­ფა­ლი გა­ა­ნაწყე­ნა

რო­გორ გა­და­ურ­ჩა დას­ჯას ქარ­თ­ვე­ლი, რო­მელმაც ინ­გ­ლი­სის დე­დო­ფა­ლი გა­ა­ნაწყე­ნა

75 წლის მან­ძილ­ზე იმ­დე­ნად სა­ინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბის გზა გა­ი­ა­რა, რომ ყვე­ლა­ნი - მე­გობ­რე­ბი, კო­ლე­გე­ბი და ნაც­ნო­ბე­ბიც კი ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, მო­გო­ნე­ბე­ბი ქა­ღალ­დ­ზე გა­და­ი­ტა­ნეო. თა­ვა­დაც უფიქ­რია ამა­ზე და რო­გორც ამ­ბობს, სათ­ქ­მე­ლის თით­ქ­მის ნა­ხე­ვა­რი უკ­ვე და­წე­რა. ბა­ტო­ნი თე­მურ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - ინ­გ­ლის­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს ყო­ფი­ლი ელ­ჩი ამ­ბებს აზარ­ტუ­ლად ყვე­ბა და ღი­მი­ლით იხ­სე­ნებს წარ­სულს.

პრო­ფე­სია

- თბი­ლი­სის 55-ე სა­შუ­ა­ლო სკო­ლა და­ვამ­თავ­რე. სკო­ლის პე­რი­ო­დი კარ­გად მახ­სენ­დე­ბა, თა­ნაკ­ლა­სე­ლებ­თან დღემ­დე მე­გობ­რო­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი მა­კავ­ში­რებს. მე­რე იყო "გე­პე­ი", მე­ქა­ნი­კა-ავ­ტო­მა­ტი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე ვსწავ­ლობ­დი. ინ­ს­ტი­ტუ­ტის შემ­დეგ ავ­ტო­მა­ტი­ზა­ცი­ი­სა და ხელ­საწყოთ­მ­შე­ნებ­ლო­ბის სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვით ინ­ს­ტი­ტუტ­ში ვმუ­შა­ობ­დი, იქი­დან ახალ­გახ­ს­ნილ მეტ­რო­ლო­გი­ის ინ­ს­ტი­ტუტ­ში გა­და­ვე­დი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ვი­გე, რომ არ­სე­ბობ­და სა­გა­რეო ვაჭ­რო­ბის აკა­დე­მია, ძა­ლი­ან და­ვინ­ტე­რეს­დი და ჩე­მი მო­ნა­ცე­მე­ბი მოს­კოვ­ში გავ­გ­ზავ­ნე. პირ­ველ წელს ჩა­ბა­რე­ბა­ზე უარი მითხ­რეს, პარ­ტი­ის წევ­რო­ბის არა­საკ­მა­რი­სი სტა­ჟის გა­მო. მა­შინ მა­მა­ჩე­მი ცოცხა­ლი იყო. ის წლე­ბის მან­ძილ­ზე დიდ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე მუ­შა­ობ­და, იყო: ვა­გონ­შემ­კე­თე­ბე­ლი ქარ­ხ­ნის დი­რექ­ტო­რი, პარ­ტი­ის კო­მი­ტეტ­ში მე­ო­რე მდი­ვა­ნი, მი­ნის­ტ­რ­თა საბ­ჭოს თავ­მ­ჯ­დო­მა­რის მოდ­გი­ლე, ამი­ერ­კავ­კა­სი­ის რკი­ნიგ­ზის უფ­რო­სი. მოკ­ლედ, არა პარ­ტი­უ­ლი ფუნ­ქ­ცი­ო­ნე­რი, არა­მედ სა­ხალ­ხო მე­ურ­ნე­ო­ბის მცოდ­ნე და მოღ­ვა­წე კა­ცი გახ­ლ­დათ. 1969 წელს მა­მა სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად, 60 წლი­სა გარ­და­იც­ვა­ლა. დე­დამ მა­მას მე­გობ­რებს: და­ვით ჩხიკ­ვიშ­ვილ­სა და ფარ­ნა ანა­ნი­აშ­ვილს დახ­მა­რე­ბა სთხო­ვა. ისი­ნი "ცე­კას" გან­ყო­ფი­ლე­ბის გამ­გე­ე­ბი იყ­ვ­ნენ, მოს­კოვ­ში მი­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლეს­თან და­რე­კეს და გა­მოც­დებ­ზე დაშ­ვე­ბის უფ­ლე­ბა მი­ვი­ღე. ეს უკ­ვე პრაქ­ტი­კუ­ლად, ჩა­რიცხ­ვას ნიშ­ნავ­და. აკა­დე­მია ყო­ველ წელს ას კაცს იღებ­და, რეს­პუბ­ლი­კე­ბი­დან 10-12 კაცს რიცხავ­დ­ნენ, და­ნარ­ჩე­ნი ად­გი­ლე­ბი მოს­კო­ვე­ლებს ეკუთ­ვ­ნო­დათ. გა­მოც­დებ­ზე დაშ­ვე­ბუ­ლი ხალ­ხის სი­ის ბო­ლოს, ჩე­მი გვა­რი ხე­ლით იყო მი­წე­რი­ლი (ი­ცი­ნის). აკა­დე­მი­ის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ გზა ხსნი­ლი გვქონ­და, საზღ­ვარ­გა­რეთ სა­მუ­შა­ოდ წას­ვ­ლა და ა.შ. საკ­მა­ოდ რთუ­ლი შვი­დი გა­მოც­და უნ­და ჩაგ­ვე­ბა­რე­ბი­ნა. გავ­დი­ვართ გა­მოც­დებ­ზე და ნიშ­ნებს არ გვე­უბ­ნე­ბი­ან. ბო­ლოს გა­მო­აცხა­დეს, რომ ჩა­რიცხუ­ლი ვარ. სა­მი წე­ლი ვსწავ­ლობ­დი. საკ­მა­ოდ პო­პუ­ლა­რუ­ლი ვი­ყა­ვი და ურ­თი­ერ­თო­ბე­ბიც კარ­გად ავაწყე. აკა­დე­მი­ის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ერთ-ერ­თი სა­უ­კე­თე­სო ქვეყ­ნის - ავ­ს­ტ­რა­ლი­ის სა­ვაჭ­რო წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა­ში გა­მა­ნა­წი­ლეს.

ავ­ს­ტ­რა­ლი­უ­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი

- მე, ჩე­მი მე­უღ­ლე და 5 წლის ქა­ლიშ­ვი­ლი ზღაპ­რულ ქვე­ყა­ნა­ში ჩა­ვე­დით. სა­სი­ა­მოვ­ნო კლი­მა­ტის მქო­ნე უზარ­მა­ზარ კონ­ტი­ნენ­ტ­ზე ქა­ლა­ქე­ბი ძი­რი­თა­დად, ოკე­ა­ნის სა­ნა­პი­რო­ზეა გა­შე­ნე­ბუ­ლი, მხო­ლოდ დე­და­ქა­ლა­ქია ქვეყ­ნის სიღ­რ­მე­ში. "კუკ­ლა" ქა­ლა­ქია, ლა­მაზ პარ­კებ­ში გა­ზო­ნებ­ზე თუ­თი­ყუ­შე­ბი სხე­დან. ტრო­ტუ­ა­რე­ბიც კი არ არის, ყვე­ლა მან­ქა­ნით და­დის. იქ მარ­ტო მთავ­რო­ბა და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სია, არც წარ­მო­ე­ბა, არც ვაჭ­რო­ბა. ჩე­მი ფუნ­ქ­ციაა ვაჭ­რო­ბის, ძი­რი­თა­დად, საბ­ჭო­თა ექ­ს­პორ­ტის გან­ვი­თა­რე­ბა ავ­ს­ტ­რა­ლი­ა­ში, რო­მე­ლიც იმ დროს სა­ოც­რად და­ბა­ლი იყო. საქ­მეს ვა­კე­თებ, მაგ­რამ სა­შინ­ლად მო­საწყე­ნია ცხოვ­რე­ბა. გა­მი­მარ­თ­ლა იმ მხრივ, რომ სა­ვაჭ­რო წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, მი­შა ვი­ლენ­ჩი­კი გა­და­სა­რე­ვი კა­ცი აღ­მოჩ­ნ­და. ჩას­ვ­ლი­დან რამ­დე­ნი­მე დღის მე­რე "მერ­სე­დეს­ში" თა­ვი­სი ცო­ლი, მი­სი პა­ტა­რა ბი­ჭი, მე ჩე­მი ცოლ-შვი­ლით ჩაგ­ვ­ს­ვა და კან­ბე­რი­დან 160 კმ-ში, ოკე­ა­ნის პი­რას წაგ­ვიყ­ვა­ნა. გზად, სა­შუ­ა­ლო ზო­მის ტომ­რით რა­ღაც იყი­და, რა დევს, არ ვი­ცით... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი