აჭარაში საინფორმაციო-ტურისტული ცენტრები 18%-ით მეტ სტუმარს მოემსახურნენ

აჭარაში საინფორმაციო-ტურისტული ცენტრები 18%-ით მეტ სტუმარს მოემსახურნენ

აჭარაში საინფორმაციო-ტურისტულ ცენტრებში ვიზიტორების მატებაა. 2017 წლის, პირველი კვარტლის მონაცემებით, საინფორმაციო ცენტრების მომსახურებით 5 938 ვიზიტორმა ისარგებლა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდს 18%-ით აღემატება.

ყველაზე ხშირად საინფორმაციო ცენტრებს რუსი, ებრაელი, უკრაინელი და პოლონელი ვიზიტორები სტუმრობდნენ. ისინი ძირითადათ, მთიანი აჭარის ტურებითა და ტრადიციული სამზარეულოთი ინტერესდებიან. ხშირია, ფოლკლორის გაცნობისა და გასართობი ტურისტული ობიექტების დათვალიერების მსურველებიც.

არატურისტულ სეზონზე ვიზიტორებს აჭარაში 6 ტურისტული საინფორმაციო ცენტრი ემსახურებოდა. ცენტრებში სტუმრებს აჭარის ტურისტული პროდუქტების, ტურების, გასართობი ტურისტული ობიექტებისა თუ ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შეუძლიათ. იქვე შესაძლებელია აჭარაში დამზადებული ადგილობრივი სუვენირებისა თუ პროდუქტების შეძენაც.

აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის ქედისა და შუახევის სეზონურ ცენტრებსაც გახსნის. ამას დაემატება ახალი ცენტრი ბათუმის ცენტრალში და ზაფხულში აჭარაში სტუმრებს ჯამში 9 საინფორმაციო ტურისტული ცენტრი მოემსახურება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი