ქართველი ემიგრანტის 85 მილიონ დოლარად შეფასებული საუცხოო სასახლე აშშ-ში

ქართველი ემიგრანტის 85 მილიონ დოლარად შეფასებული საუცხოო სასახლე აშშ-ში

თუ გაინტერესებთ 20-იანი წლების გლამურული ცხოვრება ან როგორ ცხოვრობდა საქართველოდან ემიგრირებული მილიარდერი, ამ სტატიას უნდა გაეცნოთ.

ეს საუცხოო სასახლე ლონგ-აილენდში მდებარეობს. სახლი 1928 წელს აშენდა 32 ათასი კვადრატული მეტრის ტერიტორიაზე და გააჩნია აბსოლუტურად ყველა აღჭურვილობა, რასაც ფეშენებელური, თანამედროვე, ძვირად ღირებული და კომფორტული სახლი გულისხმობს.

ეს მამული საქართველოდან ემიგრირებული ტამირ საპირის (თემურ სეფიაშვილის) საკუთრება გახლდათ. ქონება მან ნიუ-იორკის ბირჟაზე დააგროვა. ამერიკაში ახალჩასული ტამირი თავდაპირველად ტაქსის მძღოლად მუშაობდა. მალე საკუთარი ელექტრო-მაღაზია გახსნა. მაღაზია ძირითადად რუს ემგრანტებზე იყო გათვლილი. მოგვიანებით ელექტრო-საქონლით ამარაგებდა ნავთობკომპანიებს. გამომუშავებულ თანხას უძრავ ქონებაში აბანდებდა და ძალიან მალე მილიარდერი გახდა.

ტამირ საპირი 2014 წელს გარდაიცვალა. სახლის დღევანდელი მფლობელის ვინაობა უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ ეს მამული მან 2013 წელს 15,9 მილიონ დოლარად შეიძინა. ამბობენ, რომ სახლის ახალ მფლობელს აქ არც კი უცხოვრია. 2015 წელს კი ეს სახლი უკვე 100 მილიონ დოლარად გაიყიდა.

ეს სახლი თავისი მამულით ლონგ-აილენდის სანაპიროზე ყველაზე ძვირად ღირებულ სახლად ითვლება და... ისევ იყიდება... განაგრძეთ კითხვა+ იხილეთ ფოტოები

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი