ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსმა გრიგოლ მიქავამ პოლიციის განყოფილება დატოვა

ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსმა გრიგოლ მიქავამ პოლიციის განყოფილება დატოვა

ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსმა გრიგოლ მიქავამ საპატრულო პოლიციის შენობა დატოვა. მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსი გრიგოლ მიქავა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა წუხელ დააკავეს, დღეს დილით კი გაათავისუფლეს. მოგვიანებით საპატრულო პოლიციამ ის ხელახლა დააკავა და საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში გადაიყვანა.

გამოძიება "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის" 45-ე მუხლით მიმდინარეობს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლი გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენას ან შენახვას გასაღების მიზნის გარეშე, ან/და ნარკოტიკული საშუალების მოხმარებას ექიმის დანიშნულების გარეშე და იწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან, გამონაკლის შემთხვევებში, თუ საქმის გარემოებებისა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად ჩაითვლება, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 30 დღემდე ვადით.

იხილეთ ვიდეო: ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსმა პოლიცია მეორედაც ნარკოტესტის გარეშე დატოვ

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი