გიორგი მღებრიშვილი რუს ბაიკერებზე - არ მოდიან, დამშვიდდით

გიორგი მღებრიშვილი რუს ბაიკერებზე - არ მოდიან, დამშვიდდით

არ მოდიან, დამშვიდდით, - ასე უპასუხა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას რუსი ბაიკერების საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით.

შს მინისტრს საკითხთან დაკავშირებით მეტი განმარტება არ გაუკეთებია. მცირე კომენტარი გააკეთა შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა. მისი თქმით, რუს ბაიკერებს საზღვარზე შემოსვლისას უარი საქართველოს კანონის შესაბამისად ეთქვათ.

”არის კანონი, რომელიც არეგულირებს საქართველოში უცხოელთა შემოსვლას, გასვლას და მათ ყოფნას, სწორედ ამ კანონის საფუძველზე მოხდა იმ გადაწყვეტილების მიღება, რაც მოხდა. მესაზღვრეს აქვს დისკრეცია, რომ გამოკითხოს ვინაობა, მგზავრობის მიზანი და სხვა ინფორმაცია და ამის შესაბამისად მიიღოს გადაწყვეტილება,” - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

რუს ბაიკერებს, ე.წ. ღამის მგლებს საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვათ. როგორც ”ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, ე.წ. ღამის მგლებს საქართველოში შემოსვლა გუშინ, ლარსის გამშვები პუნქტიდან სურდათ.

არსებული ინფორმაციით, საუბარია 50-მდე რუს ბაიკერზე. როგორც ცნობილია, ე.წ. ღამის მგლებს საქართველოში 9 მაისთან დაკავშირებული ღონისძიების ფარგლებში, პერფორმანსის გამართვა ჰქონდათ დაანონსებული.

"ინტერპრესნიუსი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი