პოლონელი ჟურნალისტების პრესტური აჭარაში

პოლონელი ჟურნალისტების პრესტური აჭარაში

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აგრძელებს სამიზნე ქვეყნებიდან პრესტურების ორგანიზებას. ამჯერად, აჭარაში პოლონელი ჟურნალისტები იმყოფებიან. რეიტინგული მედია საშუალებების ჟურნალისტები აჭარის ტურისტულ პოტენციალს გაეცნობიან. სამდღიანი ვიზიტისას ისინი ბათუმის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს დაათვალიერებენ, ეწვევიან მტირალას ეროვნულ პარკსა და ბათუმის ბოტანიკურ ბაღს. ასევე გაეცნობიან რეგიონის კულტურულ-ისტორიულ წარსულს გონიოს ციხე სიმაგრესა და მუზეუმებში. ისინი ადგლობრივ სამზარეულოსაც დააგემოვნებენ და მათი მომზადების მასტერკლასებს გადაიღებენ. ჟურნალისტების მიერ მომზადებული სტატიები და რეპორტაჟები ზაფხულის ტურისტული სეზონის დაწყებამდე პოლონურ მედიაში გამოქვეყნდება.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი წელს ჯამში 32 პრესს და ინფო ტურის ჩატარებას გეგმავს, რომლის დროსაც რეგიონის ტურისტულ შესაძლბელობებს ტუროპერატორები და ჟურნალისტები გაეცნობიან.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი