"თბილისის ყველაზე შემზარავი ადგილი" - რუსი ფოტოგრაფის ფოტოები ვაგზლის მოედნიდან

"თბილისის ყველაზე შემზარავი ადგილი" - რუსი ფოტოგრაფის ფოტოები ვაგზლის მოედნიდან

რუსი ფოტოგრაფი ილია ვარლამოვი ვაგზლის მოედნის ფოტობლოგს აქვეყნებს და ამბობს, რომ "ეს ყველაზე შემზარავი ადგილია თბილისში და ქალაქის სირცხვილია".

ფოტოგრაფი აღნიშნავს, რომ ირგვლივ ყველგან ნაგავია და ისეთი სიბინძურეა, როგორც ბომბეიში.

"ტერიტორიაზე უამრავი მოვაჭრე და მათხოვარია. შენობები გაურემონტებელია და ნგრევის პირასაა. ნამდვილი ჯოჯოხეთი კი გადასასვლელი ხიდია. ყველაზე საშინელება ის არის, რომ არ დგას ტუალეტები და ადამიანები ბუნებრივ მოთხოვნილებებს პირდაპირ ტროტუარზე იკმაყოფილებენ. არ ველოდი, თბილისში თუ ასეთ რამეს ვნახავდი. ყველაზე მეტად კი იმან გამაოცა, როცა მითხრეს, რომ ტერიტორია ორი კვირის წინ მოაწესრიგეს. ანუ რასაც ფოტოებზე ხედავთ, უკვე მოწესრიგებულია", - წერს რუსი ფოტოგრაფი.

იხილეთ ილია ვარლამოვის მიერ გადაღებული ფოტოები

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი