საქართველოში ჩამოსული ტურისტები რესტორანში ვიზიტისას ძირითადად, ქართულ კერძებს ანიჭებენ უპირატესობას. ამიტომაც განსაკუთრებით პოპულარული მათთვის სწორედ ნაციონალური სამზარეულოს მქონე რესტორნებია. Allnews.ge რამდენიმე კვების ობიექტს დაუკავშირდა, რათა გაგვერკვია, ძირითადად, რომელ კერძებსა და სასმელს უკვეთავენ ტურისტები ქართულ რესტორნებში.
როგორც აღმოჩნდა, ყველაზე პოპულარული უცხოელ სტუმრებში აჭარული ხაჭაპურია, რადგან რესტორნების ადმინისტრაციების განმარტებით, ეს ნაციონალური კერძი თითქმის ყველა შეკვეთაში ფიგურირებს.
ასევე, ერთ-ერთ რესტორანში აღნიშნავენ, რომ პოპულარულია ტრადიციულად, ქოთანში მომზადებული ლობიო და მწვადი, რაც ყველა სუფრაზე აუცილებლად ხვდება, - "მწვადი ლიდერია, ყველას სურს, ასევე უყვართ წვნიანები, მაგალითად, ჩაქაფული, ხარჩო და ჩიხირთმა," - განმარტავენ ადმინისტრაციაში. წაიკითხეთ გაგრძელება