ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ევროპის ჩემპიონია

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ევროპის ჩემპიონია

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ევროპის ჩემპიონია. ქართველმა ფალავანმა ევროპის შემპიონატის 61 კგ-მდე წონითი კატეგორიის ფინალში რუსეთის სახელით მოასპარეზე ახმეტ ჩაკაევი 10:9 დაამარცხა.

მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატი სერბეთის ქალაქ ნოვი სადში მიმდინარეობს.

ხინჩეგაშვილმა ნახევარფინალში უკრაინელი პეტრო ბილეიჩუკი დაამარცხა (8-2), მანამდე კი აზერბაიჯანელი აჰმედნაბი გვარზატილოვი (9-5) და მოლდაველი ანდრეი პერპელიტა (4-1) ჩამოიშორა გზიდან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ამ დროისთვის ერთი ოქრო და ორი ბრინჯაოს მედალია - წინა დღეს პრიზიორები ზურაბ იაკობიშვილი (65) და ელიზბარ ოდიკაძე (97) გახდნენ.

ნახეთ ემოციური კადრები

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი