4 037 000 000 ლარი - ეს არის აზარტულ და ფულზე თამაშებთან დაკავშირებული საქმიანობით დაკავებული საწარმოების ბრუნვის მოცულობა საქართველოში 2016 წელს, რომელიც Allnews.ge-ს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მიაწოდა. 5 წლის წინ, 2011 წელს ეს მაჩვენებელი 366 000 000 ლარი იყო. ზრდის ტემპი ცალსახად გვანახებს, თუ რამდენად იზრდება ლუდომანიით ანუ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებით დაავადებული ადამიანების რაოდენობა და მათ მიერ წაგებული ფინანსური რესურსი საქართველოში.

ქვეყანაში აზარტული თამაშები ადეკვატურად არ რეგულირდება. რეალურად, ყოველ ფეხის ნაბიჯზე და ყოველ წუთას ხდება ლუდომანიის, რომელსაც დაავადებათა კოდირების საერთაშორისო სისტემაში საკუთარი ნომერი აქვს მინიჭებული - F 63.0, პოპულარიზაცია და არა მასთან, როგორც დაავადებასთან, ბრძოლა.
გიგი 21 წლისაა. ონლაინ აზარტულ თამაშებში არასრულწლოვნობის ასაკიდან იყო ჩართული. ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ მის ასაკს პრობლემა არ შეუქმნია ონლაინკაზინოებში რეგისტრაციის დროს.
"ოჯახში არ იცოდნენ, რომ ვთამაშობდი. ალბათ ხვდებოდნენ, რადგან სტუდენტობისას ხშირად იმაზე მეტი ფული მქონდა, ვიდრე მშობლები მაძლევდნენ. ხშირად ვყიდულობდი ახალ ტანსაცმელს, რომელის ფულიც მათ არ მოუციათ. თუმცა სიღრმისეულად არასდროს დაიტერესებულან ამ საკითხით. დედა პერიოდულად მეუბნებოდა ხოლმე, რომ არ მეთამაშა, თუმცა ამ საკითხს სერიოზულად არასდროს აღიქვამდა. ალბათ, ამაშია საზოგადოების პრობლემა. წაიკითხეთ გაგრძელება