იოჰანეს ჰანი - საქართველოს 10 ათასმა მოქალაქემ გამოიყენა უვიზო მიმოსვლა ევროპაში შესასვლელად და ეს ყოველივე გაგრძელდება

იოჰანეს ჰანი - საქართველოს 10 ათასმა მოქალაქემ გამოიყენა უვიზო მიმოსვლა ევროპაში შესასვლელად და ეს ყოველივე გაგრძელდება

საქართველოს 10 ათასმა მოქალაქემ გამოიყენა უვიზო მიმოსვლა ევროპაში შესასვლელად და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყოველივე გაგრძელდება ჩვენი განზრახვის შესაბამისად, - ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

იოჰანეს ჰანმა აღნიშნა, რომ მიესალმება ვიზალიბერალიზაციის პროცესის სრულად ამოქმედებას.

„უკვე საქართველოს 10 ათასმა მოქალაქემ გამოიყენა ეს შესაძლებლობა ევროპაში შესასვლელად და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყოველივე გაგრძელდება ჩვენი განზრახვის შესაბამისად, რათა ვიხილოთ ვიზალიბერალიზაციის პროცესი, როგორც ადამიანებისთვის თავისუფლების მინიჭება, რომ იმოგზაურონ ყოველგვარი ბარიერების გარეშე. ეს არის გახსნილობა ევროკავშირის მხრიდან, ეს არის ღია კარის მიდგომა ევროკავშირის სტრუქტურებიდან.

ძალზე მნიშვნელოვანია მიღწეული რეფორმების მუდმივი განვითარება. ეს კიდევ ერთხელ დასტურდება უვიზო მიმოსვლით და ყველა იმ რეფორმის განხორციელებით, რომელიც მიმართული იყო ამ სერიოზული მიზნების მისაღწევად“,- აღნიშნა ჰანმა.

"ინტერპრესნიუსი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი