"რა დავინახე მაია ასათიანის თვალებში..."

"რა დავინახე მაია ასათიანის თვალებში..."

"მარაოს" ბლოგერის "შოშიას ბლოგი"

წუხელ მთელი საქართველო ეკრანთან იჯდა და სულგანაბული იმ წამის დადგომას ელოდა, როცა შენ უნდა გამოჩენილიყავი... შენ - ტკივილით დაღლილი, შენ - რაღაც სხვანაირი, ახალი, ერთდროულად რბილიც და მტკიცეც...

მერე, ამ სულისშემძვრელი სურათის ნახვის შემდეგ, მთელ სოციალურ ქსელს გადაუარა ტალღამ: "ძლიერი ქალი!"

თანაგრძნობისა და აღტაცების ეს საყოველთაო გამოხატულება აბსოლუტურად საპირისპირო იყო იმ ჩვეული დამოკიდებულებისა, რაც საზოგადოების გარკვეულ ნაწილს მანამდე ასაზრდოებდა, იმ საზარელ ტრაგედიამდე...

ახლა ყველას უყვარხარ, თანაგიგრძნობს, კეთილგანწყობას გამოხატავს, აღფრთოვანებულია შენით და ეს უკვე, თითქოს, აღარ ჰგავს პრიმიტიული სიბრალულის გამოძახილს... ნუთუ გავიზარდეთ?! - ალბათ, იმედია...

ჩვენ ისინი აღარ ვართ, ვინც ადამიანურ ტრაგედიებზე რეიტინგებს ვაკეთებდით, ვინც სხვის პირად ცხოვრებას სოციალურ ქსელებში საჯაროდ განვიხილავდით, ვინც სხვისი შვილების ემოციებზე დაუფიქრებლად ვთამაშობდით, ვინც მორიგი სეირის დაწყებას აღტყინებით ველოდით... ჩვენ გავიზარდეთ! და ვისწავლეთ, რომ არამარტო მაშინ უნდა გავაღოთ დახშული გულები, როცა უბედურება პირადად ჩვენ შეგვემთხვევა, არამარტო მაშინ უნდა გავცეთ სითბო და სიკეთე, როცა ამის კურთხევას სულიერი მოძღვარი მოგვცემს, რომ არამარტო მაშინ უნდა ვუსურვოთ ადამიანებს კარგი, როცა ამის საჭიროება თავად დაგვიდგება...

აქამდე კი ჩვენ ვიყავით არსებები, რომლებიც სისხლის სუნისგან გაგიჟებული ნადირივით ველოდით, როდის გადმოგვიგდებდნენ ხორცის ნაჭერს, რომ კარგად დაგვეძიძგნა... მანამდე ვსეირობდით სხვების უბედურების ცქერით და მერე მტყუან-მართლის გარჩევით. მანამდე ვიყავით გლადიატორების ბრძოლას მოწყურებული არისტოკრატები, უფლის სამსჯავროზე შეკრებილი მღვდელმთავრები და ფარისევლები, ყველაზე დიდი რომის პაპები, ყველაზე სამართლიანი მსაჯულები და მასწავლებლები, ყველაზე გულმოწყალენი და ქველმოქმედნი... წაიკითხეთ გაგრძელება

ნახეთ ვიდეო| 3 ყველაზე დრამატული ეპიზოდი მაია ასათიანის პირველი გადაცემიდან, შვილის გარდაცვალების შემდეგ

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი