მოჭიდავე ლევან არაბულმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

მოჭიდავე ლევან არაბულმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

6 მაისს, სერბეთის ქალაქ ნოვი სადში დაწყებულ ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის საქართველოს ნაკრებმა ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 66 კგ-ში პრიზიორი გოგა გოგიბერაშვილი გახდა, 130-ში კი - ლევან არაბული.

გოგიბერაშვილმა გადამწყვეტ შეხვედრაში თურქ ატაკან იუკსელს მოუგო (6-3), არაბულმა კი გერმანელი კრისტიან იონი დაამარცხა (8-0).

ტურნირის პირველ დღეს მედლები ოთხ წონით კატეგორიაში გათამაშდა. საქართველოს ნაკრებიდან ასევე იასპარეზეს ლერი აბულაძემ (59) და კოკა კირცხალიამ (98), თუმცა ადრეულ ეტაპებზევე დამარცხდნენ.

ნოვი სადში ევროპის ჩემპიონატი 7 მაისს, დარჩენილ ოთხ წონაში მედლების გათამაშებით დასრულდება. საქართველოს ნაკრებიდან კვირას ხალიჩაზე გოგა აფრიამაშვილი (71), გელა ბოლქვაძე (75), ზურაბ დათუნაშვილი (80) და რობერტ კობლიაშვილი (85) გავლენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა კონტინენტის პირველობაზე ოთხი - 1 ოქროს და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი