მშობლებო, ყურადღებით - პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაციის II ეტაპი ხვალ იწყება

მშობლებო, ყურადღებით - პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაციის II ეტაპი ხვალ იწყება

2017-2018 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაციის II ეტაპი 8 მაისს, 09:00 საათზე, ვებგვერდზე: www.registration.emis.ge დაიწყება.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ელექტრონული რეგისტრაცია 2017 წლის 8 მაისიდან - 1-ელი ივნისის ჩათვლით განხორციელდება.

II ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2017 წლის 2 ივნისიდან - 15 ივნისის ჩათვლით.

I და II ეტაპზე მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების განსაზღვრულ ვადებში წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად უქმდება.

შეგახსენებთ, პირველკლასელთა რეგისტრაცია, რომელიც 10 აპრილს დაიწყო, სამ ეტაპად ხორციელდება.

რაც შეეხება III ეტაპს, ის მოიცავს 19 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდს. რეგისტრაცია განხორციელდება სკოლაში, II ეტაპის დასრულების შემდგომ გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ადგილებზე, მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე.

ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების უფლება აქვთ იმ მოსწავლეებს, რომელთა ასაკი შეესაბამება კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ანუ სწავლის დაწყებსთვის უსრულდებათ 6 წელი. 2017-2018 სასწავლო წელი დაიწყება 15 სექტემბერს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი