გაეროს საგზაო უსაფრთხოების მეოთხე გლობალური კვირეული - #შეანელე

გაეროს საგზაო უსაფრთხოების მეოთხე გლობალური კვირეული - #შეანელე

• რაც ნაკლებია სიჩქარე, მით უფრო ადვილად აკონტროლებს მძღოლი ავტომობილს და შექმნილ საავარიო სიტუაციაზე დროულად რეაგირებს. ნუ გარისკავ , შეანელე!

• დაბალი სიჩქარის დროს მცირდება როგორც რეაგირებისდ როს გავლილი , ისე სამუხრუჭე მანძილი და შესაბამისად მცირდება შეჯახების რისკი. გაუფრთხილდი სიცოცხლეს, შეანელე!

• 50კმ/სთ სიჩქარით ქვეითზე შეჯახებისას დაღუპვის რისკი მხოლოდ 20%-ია, ხოლო 80კმ/სთ-ით შეჯახება 60% - იან დაღუპვის რისკს წარმოშობს. შეანელე!

• საერთაშორისო პრაქტიკით ქალაქის გზებზე რეკომენდებულია 50კმ/სთ - იანი ლიმიტი, ხოლო სადაც ქვეითებისა და ავტომობილების შერეული მოძრაობაა - 30კმ/სთ. შეანელე დასახლებულ ადგილას.

• 50 კმ/სთ მოძრაობისას სამუხრუჭე მანძილი დაახლოებით 25 მეტრია, ხოლო 60 კმ/სთ -ისას კი 35-მეტრი . თუ სველია გზის საფარი მეტ მანძილს გადის ავტომობილი) დაბალი სიჩქარით მოძრაობა ამცრიებს ავარიის რისკს. არ გარისკო, შეანელე!

• გაუფრთხილდით ფეხით მოსიარულეს. შეანელე „ზებრა“ გადასასვლელზე.

• ბავშები ყველაზე გასაფრთხილებელი საგზაო მოძრაობის მონაწილეა. ხშირ შემთხვევაში სათანადოდ ვერ აფასებენ საგზაო რისკებს, ამიტომ სკოლასთან და საბავშვო ბაღთან მიახლოებისას - შეანელე! გაუფთხილდი მომავალ თაობას!

• მე ვანელებ ქვეითის გადასასვლელზე, თქვენც შეანელეთ!

• მე ვანელებ სკოლასთან და საბავშვო ბაღთან, თქვენც შეანელეთ!

• ერთდ დავიცვათ საგზაო მოძრაობის წესები. შეანელე!

• ერთად გავუფრთხილდეთ ჩვენს მომავალს, შეანელე!

დამატებითი ინფორმაცია:

საქართველოში სიჩქარის გადაჭარბება ავტოავარიების ერთ-ერთ წამყვან მიზეზს წარმოადგენს. 2016 წელს სიჩქარის გადაჭარბებით 1 434 შემთხვევა დაფიქსირდა, რის შედეგადაც 102 ადამიანი დაიღუპა და 2 025-მა პირმა მიღო დაზიანება. ამავე წელს 200 ათასი ადმინისტრაციული დაჯარიმა დაფიქსირდა სიჩქარის გადაჭარბების გამო.

• ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში საშუალო სიჩქარე 50კმ/სთ წარმოადგენს, საქართველოში კი 60კმ/სთ (კანონი 15 კმ/სთ დამატების უფლებას გვაძლევს)

• რაც ნაკლებია სიჩქარე, მით უფრო ადვილად აკონტროლებს მძღოლი ავტომობილს და შექმნილ საავარიო სიტუაციაზე დროულად რეაგირებს

• დაბალი სიჩქარის დროს მცირდება როგორც რეაგირების დროს გავლილი, ისე სამუხრუჭე მანძილი და შესაბამისაც მცირდება შეჯახების რისკი

• 50კმ/სთ სიჩქარით ქვეითზე შეჯახებისას დაღუპვის რისკი მხოლოდ 20% -ია, ხოლო 80კმ/სთ-ით შეჯახება 60% - იან დაღუპვის რისკს წარმოშობს

• საერთაშორისო პრაქტიკით ქალაქის გზებზე რეკომენდებულია 50კმ/სთ - იანი ლიმიტი, ხოლო სადაც ქვეითებისა და ავტომობილების შერეული მოძრაობაა - 30კმ/სთ

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი