შ.პ.ს. „რომპეტროლ საქართველო“-ს სპეციალური განცხადება

 შ.პ.ს. „რომპეტროლ საქართველო“-ს სპეციალური განცხადება

შ.პ.ს. „რომპეტროლ საქართველო“ ავრცელებს სპეციალურ განცხადებას, გუშინ,ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში, გადაცემა „პოსტ სკრიპტუმში“გაშვებულ სიუჟეტთან დაკავშირებით. აღნიშნული სიუჟეტი ეხებოდა ე.წ. „ციანიდის საქმეს“, საქმესთან არსებულ ბიზნეს ინტერესებს. ამ კონტექსტში სიუჟეტში ხსენებულ იქნა კომპანია „რომპეტროლი“.

კომპანია აცხადებს, რომშ.პ.ს.„რომპეტროლ საქართველოს“ არ აქვს კავშირი გადაცემაში აღნიშნულ ნავთობ კომპანია შ.პ.ს. „დიმოილთან“ და შ.პ.ს. „ჯეო პეტროლთან“. სიუჟეტში ნაჩვენები ავტო გასამართი სადგური, რომელიც მდებარეობს ქალაქ ქობულეთში, არ წარმოადგენს შ.პ.ს. „რომპეტროლ საქართველოს“ ავტოგასამართ სადგურს. აღნიშნული ტერიტორია არ არის არც კომპანიის საკუთრებაში და არც დროებით აქვს მესაკუთრისგან სარგებლობის უფლებით მიღებული.

„ჩვენ კომპანიას არ აქვს რაიმე სახის ურთიერთობა გუშინ,გადაცემა „პოსტ სკრიპტუმში“ აღნიშნულ ნავთობ კომპანიებთან.ავტო გასამართი სადგური, რომელიც ნაჩვენები იყო სიუჟეტში, არ წარმოადგენსშ.პ.ს.„რომპეტროლ საქართველოს” ქსელში შემავალ ავტოგასამართ სადგურს. მეტიც, მისი მფლობელები არამართლზომიერად და მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით იყენებენ რომპეტროლის სასაქონლო ნიშანს“ - განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ზამანბეკ მირზაიანოვმა.

შპს „რომპეტროლ საქართველოს“ პრეს სამსახური

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი