ე.წ. ღამის მგლების წევრი - საქართველოში თქვენმა სასაზღვრომ შემომიშვა და რა უნდა ვიფიქრო?

ე.წ. ღამის მგლების წევრი - საქართველოში თქვენმა სასაზღვრომ შემომიშვა და რა უნდა ვიფიქრო?

მე მივედი ვეტერანთან დღეს და ის ტიროდა. ყურადღება მათ ნამდვილად არ ჰყოფნით. ისინი ვერ ხედავენ, რომ აფასებთ იმის გამო, რაც მათ გააკეთეს, - ამის შესახებ ქართველ ჟურნალისტებს ვაკის პარკში მყოფმა რუსმა ბაიკერმა, ე.წ. ღამის მგლების წევრმა ლეონიდ მურაშკინმა განუცხადა.

მისივე თქმით, ვაკის პარკში თავისუფლებისთვის მებრძოლთა წინაშე პატივის მისაგებად მივიდა.

"ჩვენ მოვედით აქ, რომ ქედი მოვიხაროთ ორი ერის გარდაცვლილი და ცოცხალი წინაპრების წინაშე, რომლებიც იბრძოდნენ ჩვენი თავისუფლებისთვის, რომ ჩვენ არ ვყოფილიყავით ფაშისტები. ეს ჩვენი გამარჯვების დღეა. თქვენ ამაში ეჭვი გეპარებათ? თქვენ ასეთი ინტერვიუ თქვენი ვეტერანებისგან აიღეთ? მათთან მიხვედით და ჰკითხეთ, რა გადაიტანეს იმ წლებში? მე ეჭვი მეპარება, თქვენ თვალებში ვხედავ, რომ მატყუებთ. ვხედავ ცრემლებს მათ თვალებზე მათდამი უყურადღებობის გამო. მე მივედი ვეტერანთან დღეს და ის ტიროდა. ყურადღება მათ ნამდვილად არ ჰყოფნით, ისინი ვერ ხედავენ, რომ თქვენ აფასებთ, რაც მათ გააკეთეს," - მიმართა ლეონიდ მურაშკინმა ქართველ ჟურნალისტებს.

რაც შეეხება საქართველოში შემოსვლას და შეკითხვას, ეს რამდენად კანონდარღვევით მოხდა, მან აღნიშნა: "მე თქვენმა სასაზღვრომ შემომიშვა და რა უნდა ვიფიქრო?".

იხილეთ ვიდეო: "მივედი ვეტერანთან და ის ტიროდა, ისინი ვერ ხედავენ რომ თქვენ აფასებთ" - ე.წ. ღამის მგლების წევრი ვაკის პარკში

კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა და 11 გარდაცვლილი - რამდენ ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება ბოლო 24 საათში?

ინვესტორი ვაკის პარკის ტერიტორიაზე სასტუმრო "ბუდაპეშტის" მშენებლობას იწყებს - მერიაში ამბობენ, რომ ნებართვა გაცემული არ არის

თეა წულუკიანს კორონავირუსი დაუდგინდა - "პატარების მერე მთელ ოჯახს გვეწვია კორონა"