თბილისში, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებმა სამი პირი დააკავეს. ისინი რუსთაველის გამზირის გადაკეტვას ცდილობდნენ. პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა. სამი პირი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.
ტყიბულელი მეშახტეების სოლიდარობის მიზნით რუსთაველზე აქციას "აუდიტორია 115"-ის და პროფკავშირების რამდენიმე წარმომადგენელი მართავს.
ტყიბულის მინდელის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. ამ წუთებში ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.