ტყიბულში, მინდელის სახელობის მაღაროსთან დამატებითი სამაშველო ეკიპაჟები მივიდნენ. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, სამაშველო ბრიგადები შახტაში ჩავიდნენ. ისინი სამაშველო ოპერაციაში ჩაერთვებიან.
ადგილზე ასევე იმყოფებიან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე და ტყიბულისა და თერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატი ელგუჯა გოცირიძე.
ტყიბულის მინდელის სახელობის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა.