რა ქონებას ფლობს ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანია

რა ქონებას ფლობს ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანია

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის თამარ ჟვანიას 2016 წლის 28 ნოემბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, წინა წლის შემოსავალმა აღნიშნულ თანამდებობაზე - 115 683.23 ლარი შეადგინა.

სსიპ-საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრში ლექტორობისას კი შემოსავლის სახით - 1 260 ლარი მიიღო.

მიმდინარე წლის იანვარში ცესკო-ს თავმჯდომარის ანაზღაურებისა და აღებული პრემია-დანამატების საკითხი განხილვის საგანი გახდა. "მონიტორინგის ცენტრი - მედიატორის" მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, თამარ ჟვანიას 2016 წლის ანაზღაურებამ 197 308 ლარი შეადგინა, აქედან თანამდებობრივი სარგო 101 598 ლარი იყო. "მედაიტორის" ცნობით, თამარ ჟვანიამ პრემიის სახით 31 900 ლარი აიღო, მისმა დანამატმა კი 63 810 ლარი შეადგინა.

"ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა თუ როგორია ცესკო-ს თავმჯდომარის ქონებრივი დეკლარაცია. დეკლარაციის მიხედვით, ჟვანია ფლობს 116.10 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას თბილისში.

განაგრძეთ კითხვა

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"მოგვიგდეს ალიკაპის მსგავსად კანონი და თვითონ დაშლიგინობენ - ესწრებიან ფეხბურთს, მანქანით გადაადგილდებიან, როდესაც ჩვენ გვაჯარიმებენ" - გიგი უგულავა

"რუსები იქნებიან "სამშვიდობო მისიით" ყარაბაღის ტერიტორიაზე, დერეფანსაც ისინი გააკონტროლებენ... თურქი სამხედროები კი დამკვირვებლები იქნებიან" - ექსპერტი