მეტროსადგურმა „წერეთელმა“ მგზავრების მიღება განაახლა

მეტროსადგურმა „წერეთელმა“ მგზავრების მიღება განაახლა

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებით, მეტროსადგურმა „წერეთელმა“ მუშაობა ჩვეულ რეჟიმში განაახლა და მგზავრების მიღება დაიწყო.

კომპანიის ინფორმაციით, დღეს, დილით 10:00 საათზე, ესკალატორების ქვემოთ განთავსებულ კაბელებზე მცირედი დაკვამლიანების გამო, დროებით შეიზღუდა მგზავრების მიღება.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისმა სამსახურებმა ხარვეზის აღმოფხვრა დროულად მოახერხეს, ასევე, დეტალურად შეამოწმეს ესკალატორის ქვემოთ არსებული ინფრასტრუქტურა. კომპანიის ინფორმაციით, მეტროსადგურ „წერეთლზე“ მგზავრების გადაადგილება უსაფრთხოა.

"ინტერპრესნიუსი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი