გორში ძლიერი წვიმა და ქარი იყო

გორში ძლიერი წვიმა და ქარი იყო

გორში დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში ძლიერი წვიმა და ქარი იყო. უხვი ნალექის შედეგად რამდენიმე სოფელში, განსაკუთრებით მაღალ ზონაში მდებარე სოფლებში, ნიაღვრები წამოვიდა.

ზარალის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. ძლიერმა ქარმა კი გორთან ახლოს ბენზინგასამართ სადგურზე ბანერი მოგლიჯა და საწვავის ჩასასხმელად გაჩერებულ ავტომანქანას მინა ჩაუმსხვრია. ავტომანქანაში მყოფმა პირებმა კი სახეზე მინის ნამსხვრევების მოხვედრის შედეგად მსუბუქი დაზიანება მიიღეს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი