ადამიანები, რომლებიც თბილისში მიწისქვეშა გადასასვლელში ქირით ცხოვრობენ

ადამიანები, რომლებიც თბილისში მიწისქვეშა გადასასვლელში ქირით ცხოვრობენ

ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, წინამძღვრიშვილის ქუჩის 133 ნომერში მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელში ადამიანები თითქმის 10 წელია ცხოვრობენ.

იხილეთ ვიდეო: "ნესტი და ავადმყოფობა შეგვიჯდა..." - თბილისში, მიწისქვეშა გადასასვლელს საცხოვრებლად 80 ლარად აქირავებენ

ქეთინო ხვისტანი, რომელსაც ამ მიწისქვეშა გადასასვლელში მეორადი ტანსაცმლის მაღაზია აქვს, რამდენიმე წლის წინ აქვე ცხოვრობდა. როგორც ქეთინო ამბობს ადამიანებს, ე.წ სარდაფში, გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ ადამიანები. მიწისქვეშა გადასასვლელში არ არის წყალი, კანალიზაცია, აქ მცხოვრები ადამიანები ერთი საერთო სველი წერტილით სარგებლობენ, რომელსაც სხვა მოქალაქეებიც იყენებენ.

როგორც წინამძღვრიშვილის 133 ნომერში მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელში დასაქმებულები ამბობენ ანტისანიტარიასთან ერთად აქ ნესტი, მტვერი და გამწოვებისგან დაბინძურებული ჰაერია, რომელიც ადამიანების ჯანმრთელობაზე აისახება.

მათივე თქმით, აღნიშნული ტერიტორია კერძო საკუთრებაშია და მას რამდენიმე მეპატრონე ჰყავს.

ფართები, რომლებიც ამ ტერიტორიაზე მაღაზიებისათვის იყო გამოყოფილი, ახლა საცხოვრებელ სახლებად არის ქცეული და თვეში 70-80 ლარის ფარგლებში ქირავდება.

თავშესაფარს, რომელსაც ნაკლებად შეიძლება "ოთახი" ეწოდოს, ძირითადად რეგიონებიდან ჩამოსულები ქირაობენ, რომლებიც მიმდებარე ტერიტორიაზე მუშაობენ. როგორც ადგილზე დასაქმებულები ამბობენ, აქ ადრე ბავშვებიც ცხოვრობდნენ. კედლებზე ბავშვების ნახატები დღემდეა დარჩენილი...

"არიან ყველა ჩამოსულები. ცხოვრობენ კიდევაც, ვმუშაობთ კიდევაც. კერძო საკუთრება არის, ვისაც როგორც უნდა ისე არის გაქირავებული. ნესტია და ამის გამო ვინც ბევრი წელია ვმუშაობთ აქ, დაგვაავადმყოფა. მე არავითარი იმედი არ მაქვს, არანაირი იმედი არ მაქვს. აქ წყალი რომ იყოს, საპირფარეშო რომ იყოს, რაღაც ცოტა მოწესრიგებული რომ იყოს, იქნებოდა ძალიან კარგი, მაგრამ ამ წუთისათვის გაუსაძლისი მდგომარეობაა" - ამბობს ქეთინო ხვისტანი.

ერთ-ერთი ქალი, რომელიც ამავე მიწისქვეშა გადასასვლელში ცხოვრობს, ქალაქის ხელისუფლებას თხოვს, უსახლკაროებს, რომლებსაც ასეთ გაუსაძლის პირობებში უხდებათ ცხოვრება, დაეხმაროს და საცხოვრებელი ფართი გამოუყოს.

თათია ახვლედიანი; ფოტო: გიორგი ჟამერაშვილი

AMBEBI.GE

იხილეთ ვიდეო: "ნესტი და ავადმყოფობა შეგვიჯდა..." - თბილისში, მიწისქვეშა გადასასვლელს საცხოვრებლად 80 ლარად აქირავებენ

"გამოგვყარეს ქუჩაში, ჩალის ფასად ჩაიგდეს სახლი..." - საქართველოში, ბოლო 10 თვეში ათასზე მეტ ადამიანს გაუყიდეს უძრავი ქონება

17 დეკემბრიდან ტემპერატურა მოიმატებს - ერთი კვირის ამინდის პროგნოზი

18 დეკემბერს საახალწლო HR Night გაიმართება