„რეზონანსი" - ლარს გაუფასურება აღარ ემუქრება

„რეზონანსი" - ლარს გაუფასურება აღარ ემუქრება

ლარის სეზონური გაუფასურების პერიოდი დასრულდა და ახლო მომავალში მოსალოდნელია ეროვნული ვალუტის გამყარებაც კი.

როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, ფინანსისტების აზრით, ამას ხელს შეუწყობს ტურისტული სეზონი და მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება.

ლარმა წლის ყველაზე კრიტიკულ თვეებს გაუძლო და ახლა ყველას აინტერესებს, რამდენად შეინარჩუნებს საშუალოვადიან და შემდეგ უკვე გრძელვადიან პერიოდში სიმყარეს.

სპეციალისტები ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას საგარეო მოვლენებს უკავშირებენ და აცხადებენ, რომ ეს ფაქტორები მეტ-ნაკლებად მოახდენს გავლენას კურსის ცვლილებაზე.

ქართველი ფინანსისტები ამჯერად ყურადღებას ამახვილებენ ევროპაში მიმდინარე პროცესებზე, კონკრეტულად კი საფრანგეთის არჩევნებზე. მათი აზრით, ახლა ეროვნული ვალუტა შედარებით უკეთეს სიტუაციაშია და კურსი არ დაეცემა, თუკი საგარეო ფაქტორები მკვეთრად არ გაუარესდება. რაც შეეხება გამყარებას, ეს სავალუტო შემოდინებაზეა დამოკიდებული.

ეკონომისტი აკაკი ცომაია "რეზონანსთან" აცხადებს, რომ საფრანგეთში არჩევნებმა მშვიდად ჩაიარა და ამ ეტაპზე საგარეო ფაქტორები ლარის კურსზე გავლენას არ მოახდენს. ამიტომ უახლოეს მომავალში ეროვნული ვალუტის გამყარებაც მოსალოდნელია. ტურიზმის გააქტიურება და მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ამ მხრივ შედეგს აუცილებლად გამოიღებს.

"საფრანგეთის არჩევნების შემდეგ უნდა ველოდოთ თუ არა რამე ცვლილებას? შესაძლოა, ნაწილობრივ გავლენა მოახდინოს უცხოურ ინვესტიციებსა და საგარეო ვაჭრობის მოცულობაზე, რამაც შეიძლება მცირედ იმოქმედოს ლარის კურსზე. სხვა მხრივ რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება მოსალოდნელი არ არის.

წაიკითხეთ გაგრძელება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი