როგორ დავიცვათ დუკანის დიეტა მარტივად
ცხოვრებაში არის მომენტები, როცა საკუთარი თავი უნდა დაამარცხო. მათ კი, ვინც ამ დროს გვერდში გიდგას, განსაკუთრებული დაფასება სჭირდება. ალბათ, ახლა იფიქრებთ, რომ ჩემთვის ეს დამხმარე ბავშვობის მეგობარი ან მეუღლეა. მაგრამ არა! ეს არის “დუკანი“ და ”ნიკორა”.
თავიდან დავიწყებ...
მშობიარობის შემდეგ ფსიქოლოგიურად ძალიან გამიჭირდა. წონაში ისედაც მომატებულმა ყოველ ღამით გვიან ჭამა დავიწყე. იმის მაგივრად, რომ ფორმის დაბრუნებაზე მეზრუნა, უფრო და უფრო ვიმატებდი. ჩემი მეგობარი ყოველ დღე სხვადასხვა დიეტას მიგზავნიდა და ყველანაირად მამხნევედა, რომ დიეტა დამეწყო. მე კი ნებისყოფა არ მყოფნიდა. ერთ დღეს კი მისგან საოცარი ”სქრინი” მივიღე. წონით ჩემსავით შეწუხებული ერთ-ერთი გოგონა ”დუკანის დიეტა საქართველოს” ჯგუფში კითხულობდა, მართლა შეიძლებოდა თუ არა ამ დიეტის დროს ”ნიკორას” პროდუქციის მირთმევა.


ჯერ გამეცინა და ვიფიქრე, დიეტა რა დიეტაა თუ ”ნიკორას” გემრიელობებს შევჭამ მეთქი. ცნობისმოყვარეობამ მაინც მძლია და პასუხებს ჩავყევი. გაოცებული ვკითხულობდი აღფრთოვანებული მომხმარებლების კომენტარებს, რომლებიც წერდნენ, რომ დიეტის დროს ქათმის შაშხს, ქათმის ძეხვს, გრილზე შემწვარ და შებოლილ ქათამსაც კი მიირთმევდნენ.