როდემდე შენარჩუნდება წვიმიანი ამინდები - სინოპტიკოსების პროგნოზი

როდემდე შენარჩუნდება წვიმიანი ამინდები - სინოპტიკოსების პროგნოზი

საქართველოს მასშტაბით მთელი ღამის განმავლობაში არამდგადი და წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიურ ცენტრში განუცხადეს.

სააგენტოს ინფორმაციით, ხვალ დღისით, დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში კი, ხანმოკლე წვიმა შენარჩუნდება. რაც შეეხება დედაქალაქს, ხვალ საღამოს საათებში ხანმოკლე წვიმა ელჭექით არის ნავარაუდევი.

შედარებით გამოიდარებს შაბათ-კვირას, მოსალოდნელია ტემპერატურის მატება 24-29 გრადუსამდე. კვირას დასავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 31 გრადუსი დაფიქსირდება. მიუხედავად გამოდარებისა, აღმოსავლეთ საქართველოში კვლავ მოსალოდნელია არამდგრადი ამინდი.

ორშაბათიდან კი, საქართველოს ტერიტორიაზე კვლავ უამინდობაა მოსალოდნელი.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი