"300 არაგველზე" მგზავრების შეშვება განახლდა

"300 არაგველზე" მგზავრების შეშვება განახლდა

მეტროს სადგურ "300 არაგველზე" მგზავრების შეშვება განახლდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, მატარებლის ერთ კონკრეტულ შემდგენლობას ტექნიკური პრობლემა შეექმნა, რის გამოც მემანქანემ შემადგენლობის ჩიხში შეყვანის გადაწყვეტილება მიიღო, რათა მომხდარიყო მისი ტექნიკური დათვალიერება. ამის გამო მოხდა მგზავრების მატარებლიდან გამოყვანა. ამ დროისთვის მეტროპოლიტენი მუშაობას შეუფერხებლად განაგრძობს.

"300 არაგველების" მეტროში მგზავრების შეშვება გარკვეული პერიოდით შეჩერებული იყო. "ინტერპრესნიუსს" შემთხვევის ადგილიდან ერთ-ერთმა მგზავრმა შეატყობინა, რომ მატარებელი ბაქანზე იყო გაჩერებული და არ მიდიოდა, როდესაც მგზავრებმა კვამლი შენიშნეს. ასევე იყო მძაფრი სუნი, რის გამოც მათ ვაგონები დატოვეს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი