რუსთავი-თბილისის გზაზე ავარია მოხდა რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ გზაზე ავარია მოხდა. ერთმანეთს "ოპელის" მარკის მსუბუქი ავტომანქანა და სატვირთო შეეჯახა. თვითმხილველების ინფორმაციით, ოპელის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და სატვირთო ავტომობილს შეეჯახა.
ავარიის შედეგად დაზიანებულია კიდევ ერთი მსუბუქი ავტომანქანა. შემთხვევის შედეგად დაშავებულები არ არიან. მომხდარის გამო მოძრაობა შეფერხებული იყო, თუმცა ამ დროისთვის საავტომობილო მოძრაობა გახსნილია.