ლაშა თორდია - ორშაბათს კონკრეტულ ინფორმაციას მიიღებთ, ფარცხალაძესთან დაკავშირებით აუდიტის სამსახური მოკვლევას აწარმოებდა, რომელიც მიწების გადაცემის საკითხს ეხებოდა

ლაშა თორდია - ორშაბათს კონკრეტულ ინფორმაციას მიიღებთ, ფარცხალაძესთან დაკავშირებით აუდიტის სამსახური მოკვლევას აწარმოებდა, რომელიც მიწების გადაცემის საკითხს ეხებოდა

გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია 15 მაისს იმ მასალებს გაასაჯაროვებს, სადაც სავარაუდოდ, ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ფიგურირებს და რომელიც 2016 წელს მიწების გადაცემის საკითხს ეხება. როგორც გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ფარცხალაძესთან დაკავშირებით, აუდიტის სამსახური მოკვლევას აწარმოებდა.

"მას თუ ჰგონია, რომ ამით რაღაც შიშს დანერგავს და ვიღაც რაღაცას გადაასწორებს, ძალიან ცდება. ორშაბათს კონკრეტულ ინფორმაციას მიიღებთ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით თუ რაზეა საუბარი. ფარცხალაძესთან დაკავშირებით აუდიტის სამსახური აწარმოებდა მოკვლევას, რომელიც 2016 მიწების გადაცემის საკითხს ეხებოდა", - განაცხადა თორდიამ.

გენერალურ აუდიტოს ამ ეტაპზე არ დაუკონკრეტებია ზუსტად რა კავშირშია ამ საქმესთან ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი