როგორია ლაშა თორდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა - ექიმის კომენტარი

როგორია ლაშა თორდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა - ექიმის კომენტარი

გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ალადაშვილის კლინიკის ნევროლოგიური განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ირემაძემ განუცხადა.

ექიმის ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა დასმულ დიაგნოზს შეესაბამება. ”დიაგნოზი არის ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, ტვინის შერყევა. პაციენტი დღეს კლინიკაში დარჩება და კლინიკას, სავარაუდოდ, ხვალ დატოვებს. ჯანმრთელობის მდგომარეობა იძლევა საშუალებას, რომ მასთან საგამოძიებო ღონისძიებები ჩატარდეს”, - განუცხადა ჟურნალისტებს მარინა ირემაძემ.

ამ წუთებში ალადაშვილის კლინიკაში პროკურორები მომხდარ თავდასხმასთნ დაკავშირებით გენერალურ აუდიტორს, ლაშა თორდიას კითხავენ. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით არის აღძრული.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი