რა ვიცით ოთარ ფარცხალაძის შესახებ და რა სკანდალები უკავშირდება მის სახელს

რა ვიცით ოთარ ფარცხალაძის შესახებ და რა სკანდალები უკავშირდება მის სახელს

საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, რომლის სახელსაც არაერთი სკანდალი უკავშირდება, საზოგადოების ყურადღების ცენტრში გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიასთან დაპირისპირების გამო კიდევ ერთხელ მოექცა.

ოთარ ფარცხალაძემ საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობა 2012 წლის 7 ნოემბერს, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიკავა. პოსტის დაკავების შემდეგ, ოპონენტები მისი წარსულის შესახებ, მუდმივად ახალ დეტალებს იხსენებდნენ.

მათ შორის ერთ-ერთი ფარცხალაძის განათლება იყო, რომელიც პროკურატურას ვებგვერდზე განთავსებულ მის რეზიუმეში ჰქონდა მითითებული. 2014 წლის 28 თებერვალს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ფარცხალაძე 1976 წლის 18 ივნისს დაიბადა. თუმცა, 2013 წელს, მთავარმა პროკურატურამ ვებგვერდზე ფარცხალაძის მეორე СV განათავსა, რომელშიც მისი დაბადების თარიღი 1971 წელია.

მედიასაშუალებების ინფორმაციით, მიზეზი საზოგადოებაში გაჩენილი კითხვები გახდა, რომელიც ფარცხალაძის СV-ში მითითებულ უნივერსიტეტის დამთავრების თარიღს, 1995 წელს უკავშირდებოდა. თარიღის მიხედვით, 1976 წელს დაბადებულმა ოთარ ფარცხალაძემ, საქართველოს ჰუმანიტარული უნივერსიტეტი 19 წლის ასაკში, 1995 წელს დაამთავრა, რაც არარეალურად ჟღერს.

აღნიშნულს პროკურატურის პრესსამსახურის უფროსი თემურ დოლიძე კი იმით ხსნიდა, რომ ოთარ ფარცხალაძემ 6 წლის ასაკში წერა-კითხვა უკვე იცოდა, შესაბამისად, სკოლაში სწავლა არა პირველი, არამედ მეორე კლასიდან დააწყებინეს განაგრძეთ კითხვა

"არასრულწლოვანზე ზეწოლას პოლიციის კიდევ მინიმუმ 3 თანამშრომელი ახორციელებდა" - საია

"ვცადე ცხინვალში ჩასვლა... ტყეში ვიბოდიალე და მავთულხლართებში გავიჭედე" -  ერეკლე კუხიანიძე   საოკუპაციო ხაზთან  ჩავიდა

"უმკაცრესად დაისჯება ყველა" - 15 წლის მოზარდის საქმეზე გახარია განათლების, ჯანდაცვის, იუსტიციისა და შს სამინისტროებს მიმართავს