დასვენებისა და რუჯის სეზონი ნელ-ნელა ახლოვდება, შესაბამისად, სოლარიუმში ვიზიტების რიცხვიც მატულობს. Allnews.ge გთავაზობთ ინფორმაციას, რათა სოლარიუმში გარუჯვა უფრო უსაფრთხო გახადოთ.
დერმატოლოგ თეა ზირაქაშვილის თქმით, სოლარიუმით სარგებლობისას რამდენიმე წესი უნდა დავიცვათ:
1. გარუჯვა 48 საათში ერთხელ უნდა მოხდეს;
2. სოლარიუმით სარგებლობიდან 48 საათის განმავლობაში მზეზე არ უნდა გავირუჯოთ;
3. სოლარიუმში შესვლამდე კანიდან აუცილებლად უნდა მოვიცილოთ კოსმეტიკური საშუალებები, ტონალური კრემი და სხვა დეკორატიული კოსმეტიკა;
4. დერმატოლოგის მიერ უნდა დათვალიერდეს კანზე არსებული ხალები, ნაწიბურები და სხვა გამონაზარდები;
5. სოლარიუმით სარგებლობისას თავზე უნდა გვეხუროს ერთჯერადი ჩაჩი და გვეცვას ასევე ერთხელ გამოყენებისთვის გამიზნული ქოში, თვალებზე კი დამცავი უნდა გამოვიყენოთ;
6. სასურველია, ინტიმური ადგილები ტანსაცმლით დავიფაროთ; წაიკითხეთ გაგრძელება