რა გახდა საქართველოს რეგიონებში ელექტროენერგიის შეზღუდვის მიზეზი

რა გახდა საქართველოს რეგიონებში ელექტროენერგიის შეზღუდვის მიზეზი

"საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" ინფორმაციით, ელექტროენერგიის შეზღუდვა სომხეთთან დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზის, "ალავერდის" გამორთვამ გამოიწვია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "ელექტროსისტემაში" განუცხადეს, პრობლემა აღმოფხვრილია და ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგენილია. შეზღუვა მთელი საქართველოს მასშტაბით რეგიონების ნაწილსა და თბილისის გარკვეულ უბნებს შეეხო.

"გამოირთო სომხეთთან დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზი "ალავერდი", რამაც გამოიწვია მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის შეზღუდვა. საქართველოს უმეტეს რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდება შეზღუდული იყო, ასევე, თბილისის ნაწილში. ზუსტი რაოდენობა ამ დროისთვის დგინდება. პრობლემა აღმოფხვრილია და ელექტროენერგიის მიწოდება ყველგან აღდგენილია. მიზეზები ამ დროისთვის უცნობია", - აცხადებენ "ელექტროსისტემაში".

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი