ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები 5 სხვადასხვა ადგილზე გაიმართება

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები 5 სხვადასხვა ადგილზე გაიმართება

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დღეს დილიდან ღონისძიებები 5 სხვადასხვა ადგილზე გაიმართება. ამის შესახებ AMBEBI.GE-ს ახალგაზრდული მოძრაობა "დავითიანნის" ხელმძღვანელმა კოტე სვანაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, 09:00 საათიდან დაიწყო მრევლისა და სასულიერო პირების შეკრება ფილარმონიის წინ, ვარდების მოედანზე, ოპერისა და პარლამენტის შენობების წინ, ასევე პუშკინის სკვერის მიმდებარედ.

სვანაძის განცხადებით, აღნიშნულ ადგილებზე 10:00 საათზე მღვდელმთავრები სასულიერო პირებთან ერთად პარაკლისს გადაიხდიან, ხოლო შემდეგ კონცერტები გაიმართება, რომელშიც რეგიონებიდან ჩამოსული ხალხური სიმღერების ანსამბლებიც მიიღებენ მონაწილეობას.

"ამ სახით ისინი "ვარდების მოედანზე" აწყურისა და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის, ასევე წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხატების მობრძანებას დაელოდებიან. შემდეგ კი სადღესასწაულო მსვლელობას შეუერთდებიან, რომელიც "ვარდების მოედნიდან" დაიწყება და სამების ტაძარში დასრულდება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სამების ტაძარში მრავალშვილიან ოჯახებს დალოცავს და პარაკლისს გადაიხდის", - განაცხადა სვანაძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი