აქცია კანცელარიასთან ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

 აქცია კანცელარიასთან ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციაში მონაწილეობას იღებენ ლგბტ აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები. აქციის მთავარი ლოზუნგია ”ნუ დადგები ძალადობის მხარეს”.

”ჰომოფობიისა და ტრანსფობიის ნიადაგაზე ჩადენილი სიძულვილის დანაშაულის რიცხვი საქართველოში სულ უფრო მატულობს. საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებულ ჰომოფობიურ და ტრანსფობიურ განწყობებს კიდევ უფრო აღვივებს ხელისუფლების უმოქმედობაც, უფრო მეტიც, ხშირ შემთხვევაში სწორედ პოლიტიკოსები აღვივებენ ზიზღს და აგრესიას ლგბტ ადამიანების მიმართ. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით ლგბტ აქტივისტები და მეგობრები საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან ვაპროტესტებთ სისტემურ ჩაგვრას და დისკრიმინაციას,” - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

აქციის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ სამართალდამცავები. მათ მთავრობის ადმინისტრაციასთან მისასვლელი ყველა გზა გადაკეტილი აქვთ. ისინი ადგილზე მხოლოდ მედიის წარმომადგენლებსა და აქციის მონაწილეებს უშვებენ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი