ოჯახის სიწმინდის დღე - ღონისძიებები და მსვლელობა ფოტოებში

 ოჯახის სიწმინდის დღე - ღონისძიებები და მსვლელობა ფოტოებში

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით თბილისში 5 სხვადასხვა ადგილზე ღონისძიებები იმართება.

09:00 საათიდან დაიწყო მრევლისა და სასულიერო პირების შეკრება ფილარმონიის წინ, ვარდების მოედანზე, ოპერისა და პარლამენტის შენობების წინ, ასევე პუშკინის სკვერის მიმდებარედ.

აღნიშნულ ადგილებზე 10:00 საათზე მღვდელმთავრებმა სასულიერო პირებთან ერთად პარაკლისი გადაიხადეს, ხოლო შემდეგ კონცერტები გაიმართება, რომელშიც რეგიონებიდან ჩამოსული ხალხური სიმღერების ანსამბლებიც მიიღებენ მონაწილეობას.

"ამ სახით ისინი "ვარდების მოედანზე" აწყურისა და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის, ასევე წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხატების მობრძანებას დაელოდებიან. შემდეგ კი სადღესასწაულო მსვლელობას შეუერთდებიან, რომელიც "ვარდების მოედნიდან" დაიწყება და სამების ტაძარში დასრულდება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სამების ტაძარში მრავალშვილიან ოჯახებს დალოცავს და პარაკლისს გადაიხდის", - განაცხადა ახალგაზრდული მოძრაობა "დავითიანნის" ხელმძღვანელმა კოტე სვანაძემ.

May 17: Anti-Homophobia and Family Purity Day events take place simultaneously in Georgia

ასევე წაიკითხეთ: აქცია კანცელარიასთან ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

რომელ საათამდე იმუშავებს მუნიციპალური ტრანსპორტი - დღეიდან რეგულაცია იცვლება

რა შემთხვევაში დაწესდება შეღავათები ვაქცინირებულებისთვის - ამირან გაყრელიძის განცხადება

"ჩვენ ახლა გარკვეულწილად პიკის დაღმავალ ფერდზე ვართ" - ამირან გამყრელიძე ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას აფასებს