ლგბტ თემის მხარდამჭერები კანცელარიის ტერიტორიიდან სამართალდამცველებმა მიკროავტობუსებით გაიყვანეს

ლგბტ თემის მხარდამჭერები კანცელარიის ტერიტორიიდან სამართალდამცველებმა მიკროავტობუსებით გაიყვანეს

მთავრობის ადმინისტრაციასთან ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული აქცია დასრულდა.

აქციამ მშვიდობიანად ჩაიარა. მის უსაფრთხოებას სამართალდამცველები უზრუნველყოფდნენ. აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიას სამარშრუტო ტაქსების მეშვეობით ტოვებენ. მათ პოლიციელები აცილებენ.

სამართალდამცველებს მთავრობის ადმინისტრაციასთან მისასვლელი ყველა გზა ჰქონდათ ჩაკეტილი. აქციაზე შესვლა მედიის წარმომადგენლებს და აქციის მონაწილეებს შეეძლოთ.

აქციაში ლგბტ აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები მონაწილეობდნენ. აქციის მთავარი ლოზუნგი იყო "ნუ დადგები ძალადობის მხარეს".

აჭარის საკარანტინე სივრცეებიდან ოჯახებს 325 ადამიანი დაუბრუნდა

"თბილისი პრაიდის" ორგანიზატორები კახა კალაძეს მიმართავენ, 17 მაისს თბილისის ანძა ლგბტ დროშის ფერებში გაანათოს

"ორჯერადი ტესტირებით კორონა აღარ ჰქონდა, მაგრამ იყო უმძიმესი ქრონიკული დაავადებებით" - რას ყვება ექიმი გარდაცვლილ 81 წლის ქალზე