რამდენი წელია საჭირო სახელფასო დანაზოგით ბინის შესაძენად?

რამდენი წელია საჭირო სახელფასო დანაზოგით ბინის შესაძენად?

საქართველოში საშუალო ხელფასი მატულობს, მაგრამ მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა ეცემა.

როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ამის მიზეზი ინფლაცია და ლარის დევალვაციაა. თუკი ვინმეს შემოსავალი ეზრდება, მას მაშინვე შთანთქავს კიდევ უფრო მეტად გაზრდილი ხარჯი. ეს პრობლემა ახალგაზრდებში მეტია. რამდენი ხანი დასჭირდება ადამიანს, რომელსაც დიდი ხანი არ აქვს მუშაობა დაწყებული, რომ რაიმე ტიპის ქონების ყიდვა მოახერხოს?

ინფლაციამ და დევალვაციამ ხალხის მსყიდველუნარიანობა საგრძნობლად შეასუსტა, შესაბამისად, ანაზღაურების მატების სიკეთე ლარის გაუფასურებამ და ფასების ზრდამ აბსოლუტურად შთანთქა. გამოკითხულთა უმეტესობა წუწუნებს და შფოთავს დაბალ ანაზღაურებასა და ძვირ ცხოვრებაზე. მათი აზრით, საკმაოდ ბევრი დარღვევაა ქვეყანაში და ამის გათვალისწინებით იმ კითხვაზეც ეცინებათ, თუ რამდენად მალე შეძლებს თავისი შემოსავლით ახალგაზრდა მოქალაქე დამოუკიდებლად უძრავი ქონების შეძენას. როგორც ჩანს, ეს ფაქტი ჩვენს ქვეყანაში ნამდვილად სასაცილო და არარეალური ჰგონიათ.

თაკო ნაჭყებია 29 წლის პედაგოგია. ის თავისი პროფესიით უკვე ექვსი წელია მუშაობს საჯარო სკოლაში: "მეექვსე წელია, ვმუშაობ, ხელფასი პედაგოგებს ძალიან დაბალი გვაქვს, რაც ძალიან ცუდია. ვფიქრობ, საკმაოდ დამოუკიდებელი ადამიანი ვარ და მივილტვი ცალკე ცხოვრებისაკენ, როგორც ეს ყველა ზრდასრულ ადამიანს უნდა. რეალობა კი ისეთია, რომ, თუ მშობლებმა არ იზრუნეს ამაზე თავის დროზე და უძრავი ქონება შვილისთვის ცალკე არ შეიძინეს, დღევანდელ პირობებში ძალიან რთულია, ადამიანმა ამას თავი მოაბას. დაახლოებით 15-20 წელი სჭირდება, რომ ჩვეულებრივმა მოქალაქემ უძრავი ქონების შეძენა შეძლოს. ამას ჩემი ხელფასის გათვალისწინებით ვამბობ.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი