ვინ იყო "ბაში-აჩუკის" რეჟისორი და რა თანამდებობა ეკავა მას მთავრობაში

ვინ იყო "ბაში-აჩუკის" რეჟისორი და რა თანამდებობა ეკავა მას მთავრობაში

რე­ჟი­სორ ლეო ესა­კი­ას სრუ­ლი სა­ხე­ლი ლე­ო­ნარ­დი იყო, მაგ­რამ ასე თით­ქ­მის არა­ვინ მი­მარ­თავ­და. ის ქარ­თულ კი­ნო­ში იმ კი­ნო­რე­ჟი­სო­რე­ბის თა­ო­ბას­თან ერ­თად მო­ვი­და, რო­გო­რე­ბიც იყ­ვ­ნენ: მი­ხე­ილ ჭი­ა­უ­რე­ლი, კო­ტე მი­ქა­ბე­რი­ძე, ნი­კო­ლოზ შენ­გე­ლაია და სხვა. ლეო ესა­კი­ას სა­ხელ­თან არა­ერ­თი სი­ახ­ლეა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ის ავ­ტო­რია პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი ხმო­ვა­ნი მხატ­ვ­რუ­ლი ფილ­მი­სა: "შა­ქი­რი", "ფრთო­სა­ნი მღე­ბა­ვი" (პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი ფილ­მია ქარ­თ­ველ ავი­ა­ტორ­თა ცხოვ­რე­ბა­ზე), "ა­ბე­სა­ლომ და ეთე­რი" - პირ­ვე­ლი ნი­მუ­შია ქარ­თუ­ლი ფილ­მი-ოპე­რი­სა, ხო­ლო "ბა­ში-აჩუ­კი" აკა­კი წე­რეთ­ლის ნა­წარ­მო­ე­ბის პირ­ვე­ლი ეკ­რა­ნი­ზა­ცია გახ­ლ­დათ.

ლი­ტე­რა­ტო­რის ახ­დე­ნი­ლი ოც­ნე­ბა

ლეო ესა­კია 1890 წლის 27 თე­ბერ­ვალს, სე­ნაკ­ში და­ი­ბა­და. ბავ­შ­ვო­ბი­დან­ვე ოც­ნე­ბად ჰქო­ნია თბი­ლის­ში ჩა­მო­ტა­ნი­ლი კი­ნო­ფი­რე­ბის ნახ­ვა. მხატ­ვ­რო­ბა იტა­ცებ­და და მას­წავ­ლე­ბელ­თან ემ­ზა­დე­ბო­და კი­დეც, მაგ­რამ I მსოფ­ლიო ომი და­იწყო და სხვებ­თან ერ­თად, ისიც სა­ომ­რად გა­იწ­ვი­ეს. თა­ვის კუთხე­ში მშვი­დო­ბით დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად, მე­რე თბი­ლის­ში ჩა­მო­ვი­და. სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფი­ლო­ლო­გი­ურ ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლი­სას, აქ­ტი­უ­რად იყო ჩაბ­მუ­ლი მე­მარ­ცხე­ნე ლი­ტე­რა­ტორ­თა მოძ­რა­ო­ბა­ში, გა­მო­დი­ო­და მა­ნი­ფეს­ტე­ბი­თა და დეკ­ლა­რა­ცი­ე­ბით. თა­ნამ­შ­რომ­ლობ­და ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რულ ორ­გა­ნო­ებ­სა და მა­ი­ა­კოვ­ს­კის ჟურ­ნალ­ში "ნო­ვი ლე­ვი".

სწო­რედ იმ პე­რი­ოდ­ში, თბი­ლის­ში რე­ჟი­სო­რი ლევ კუ­ლე­შო­ვი ჩა­მო­ვი­და. მა­შინ ლეო ესა­კია უკ­ვე სცე­ნა­რებს წერ­და, სას­ცე­ნა­რო გან­ყო­ფი­ლე­ბის გამ­გედ და სამ­ხატ­ვ­რო საბ­ჭოს წევ­რად მუ­შა­ობ­და. კუ­ლე­შოვ­მა ესა­კია თა­ნა­შემ­წედ აიყ­ვა­ნა. მა­ლე მან და­მო­უ­კი­დებ­ლად მუ­შა­ო­ბის უფ­ლე­ბაც მო­ი­პო­ვა და ესა­კი­ას კი­ნო­რე­ჟი­სო­რუ­ლი დე­ბი­უ­ტი 1928 წელს შედ­გა, ფილ­მით - "ჰოლ­ტ­ზე". მი­სი მომ­დევ­ნო ფილ­მი გახ­ლ­დათ "ა­მე­რი­კან­კა", თუმ­ცა, ეს "რო­მან­ტი­კუ­ლი" სა­თა­უ­რი ნუ და­გაბ­ნევთ, ფილ­მი რე­ჟი­სორ­მა 1905 წლის რე­ვო­ლუ­ცი­ის 25 წლის­თავს მი­უძღ­ვ­ნა; "ა­მე­რი­კან­კა" კი სა­ბეჭ­დი მან­ქა­ნის ფირ­მის სა­ხელ­წო­დე­ბაა, რო­მელ­ზეც მოს­კო­ვის ბოლ­შე­ვი­კუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რი რე­ვო­ლუ­ცი­ო­ნე­რე­ბი პროკ­ლა­მა­ცი­ებს ხი­ლის დუქ­ნის სარ­დაფ­ში მოწყო­ბილ, არა­რე­გა­ლურ სტამ­ბა­ში ბეჭ­დავ­დ­ნენ.

თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი და პო­პუ­ლა­რუ­ლი ფილ­მე­ბი

1945-1955 წლებ­ში ლეო ესა­კი­ამ რე­ჟი­სო­რუ­ლი მუ­შა­ო­ბა შეწყ­ვი­ტა და კი­ნო­ორ­გა­ნი­ზა­ტო­რულ და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ჩა­ე­ბა. სხვა­დას­ხ­ვა დროს იგი მუ­შა­ობ­და ისეთ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე, რო­მე­ლიც დღეს უკ­ვე აღარ არ­სე­ბობს და შე­საძ­ლოა, ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი გა­ო­ცე­ბა­საც კი იწ­ვევ­დეს. ლეო ესა­კია მუ­შა­ობ­და: სა­ქარ­თ­ვე­ლოს სსრ მი­ნის­ტ­რ­თა საბ­ჭოს­თან არ­სე­ბულ ხე­ლოვ­ნე­ბის სამ­მარ­თ­ვე­ლოს უფ­რო­სის პირ­ველ მო­ად­გი­ლედ, რა­დი­ო­კო­მი­ტე­ტის თავ­მ­ჯ­დო­მა­რედ, სა­ქარ­თ­ვე­ლოს საბ­ჭო­თა სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი რეს­პუბ­ლი­კის კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­ის მი­ნის­ტ­რის პირ­ველ მო­ად­გი­ლედ და ამა­ვე დროს, კი­ნოს­ტუ­დი­ის დი­რექ­ტო­რად. სა­ქარ­თ­ვე­ლოს სსრ პო­ლი­ტი­კუ­რი და მეც­ნი­ე­რუ­ლი ცოდ­ნის გა­მავ­რ­ცე­ლე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის თავ­მ­ჯ­დო­მა­რის პირ­ველ მო­ად­გი­ლედ და კი­ნო­ფი­კა­ცი­ის მთა­ვა­რი სამ­მარ­თ­ვე­ლოს უფ­რო­სად.

რაც შე­ე­ხე­ბა რე­ჟი­სო­რულ საქ­მი­ა­ნო­ბას, მან თა­ვი­სი ცნო­ბი­ლი ფილ­მე­ბი: "ბა­ში-აჩუ­კი", "ნი­ნო", "გლა­ხის ნა­ამ­ბო­ბი" 50-იანი წლე­ბის შემ­დეგ შექ­მ­ნა, მე­რე კი კი­ნო­ო­პე­რის - "ა­ბე­სა­ლომ და ეთე­რი" გა­და­ღე­ბე­ბის დაწყე­ბა და­ა­ა­ნონ­სა... განაგრძეთ კითხვა gza.ambebi.ge-ზე

"პნევმონიას დაერთო ფილტვის ბაქტერიული ინფიცირებაც, განვითარდა სეფსისი" - გორში კორონავირუსით უროლოგი მირიან არსაკიძე გარდაიცვალა

"ბოლოს რომ ვესაუბრე, ანეკდოტიც მოვუყევი, გაიცინა და მითხრა, აღარ შემიძლია, დავიღალეო" - რას ამბობს კვაშალი წიკლაურის მდგომარეობაზე?

ამირან გამყრელიძე პატრიარქთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს