რა სანქციები ემუქრებათ გაზზე გადაყვანილი ავტომობილების მძღოლებს 100 ქულიანი სისტემის შემოღების შემდეგ

რა სანქციები ემუქრებათ გაზზე გადაყვანილი ავტომობილების მძღოლებს 100 ქულიანი სისტემის შემოღების შემდეგ

გიორგი 3 წელია გაზზე გადაყვანილი ავტომობილით დადის. პრობლემა არასდროს შექმნია, მისი მანქანა ახლაც გამართულად მუშაობს, თუმცა, 100 ქულიანი მართვის მოწმობის შემოღებამ დააბნია.

"გაჟღერდა ინფორმაცია, რომ თვითნებურად გადაკეთებული ავტომობილით სიარულზე მართვის მოწმობის ქულებს ჩამოაჭრიან მძღოლს და დააჯარიმებენ კიდეც. არ ვიცი, ამ კატეგორიაში ჩემი მანქანა შედის თუ არა. ისიც არ ვიცი, ვინ უნდა შემიმოწმოს, რომ ჩემს ავტომობილზე უსაფრთხოდაა სისტემა ჩაყენებული. ამის შესახებ არაფერს ამბობენ და ცოტა დაბნეული ვარ. გარშემო ყველა გაურკვევლობაშია. კარგი იქნება, თუ მეტ ინფორმაციას გაავრცელებენ, თუნდაც მედიის საშუალებით. არ მინდა, ისე აღმოჩნდეს, უცებ პატრულმა გამაჩეროს და დამაჯარიმოს," - ამბობს გიორგი.

საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებული ინფორმაცია კი ასეთია: იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელიც თვითნებურად არის გადაკეთებული გამოიწვევს 15 ქულით დაჯარიმებას. თუმცა ავტომფლობელებმა არ იციან, რას ნიშნავს, თვითნებურად გადაკეთებული ავტომობილი და ვინ უნდა შეამოწმოს მისი უსაფრთხოება.

კანონმდებლობაში ეს მუხლი შემდეგნაირად არის განმარტებული: იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელიც თვითნებურად არის გადაკეთებული (გადაკეთებულია საწვავის ავზი, ძარა, ან დაყენებულია ბუნებრივი აირის სისტემა, ან სხვაგვარადაა შეცვლილი სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქცია და იგი არ შეესაბამება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოთხოვნებს ან/და ქარხანა-დამამზადებლის სტანდარტებს), გამოიწვევს 150 ლარით დაჯარიმებას და 15 ქულის ჩამოკლებას. წაიკითხეთ გაგრძელება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი