22-28 მაისს ბორჯომის ხეობაში ჯომარდობაში ევროპის ჩემპიონატი გაიმართება

22-28 მაისს ბორჯომის ხეობაში ჯომარდობაში ევროპის ჩემპიონატი გაიმართება

2017 წლის 22-28 მაისს, ბორჯომის ხეობაში, სოფელ ჩითახევში მდინარე მტკვარზე გაიმართება ევროპის ჩემპიონატი ჯომარდობაში.

შეგახსენებთ, რომ შარშან 25-29 მაისს იგივე ადგილას ჩატარებულ ევროპის თასს მსოფლიო ფედერაციამ უმაღლესი შეფასება მისცა. ამის შამდეგ მიიღო, განიხილა და გადაწყვიტა 2017-ში უფრო მაღალი კატეგორიის ტურნირის - ევროპის ჩემპიონატის ჩატარების ადგილად სწორედ საქართველო დაესახელებინა.

განაცხადი გააკეთა თერთმეტმა ქვეყანამ: საქართველო, რუმინეთი, ჩეხეთი, რუსეთი, სლოვაკეთი, ლატვია, უნგრეთი, იტალია, თურქეთი, დანია, დიდი ბრიტანეთი.

შეჯიბრი ჩატარდება 6-კაციანი ნავებით - რაფტებით 4 ასაკობრივ კატეგორიაში ქალებსა და მამაკაცებში. კატეგორიები - 19 წლამდე, 23 წალმდე, ღია ანუ პროფესიონალები და მასტერსი ანუ ვეტერანები.

ჩემპიონატი ტარდება მსოფლიო ფედერაციის ოფიციალური წესების და კრიტერიუმების დაცვით 4 დისციპლინაში - სწრაფდაშვება (სპრინტი), პირისპირ დაშვება (ჰედთუჰედ), სლალომი, დაშვება გრძელ მონაკვეთზე (დაუნრივერი).

სამსაჯო კოლეგია სრულად დაკოპლექტებულია მსოფლიო ფედერაციის წარომადგენლებით. ასევე წყალზე უსაფრთხოების უზრუნველოფას მოახდენს პროფესიონალ კაიაკერთა და უსაფრთხოების სპეციალისტთა ჯგუფი.

ევროპის ჩემპიონატს სტუმრად ეწვევა მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტი ბატონი ჯო ვილის ჯონსი. (ჩილე), შეჯიბრისას იგი პირდად უხელმძღვანელებს უსაფრთხოების ჯგუფის მუშაობას. გუნდები საშეჯიბრო მონაკვეთზე გეგმიურ ვარჯიშებს 22 მაისს დაიწყებენ.

ღონისძების ოფიციალური გახსნა დაგეგმილია 23 მაისს 20:00 სთ-ზე ქ. ბორჯომში სილამაზის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე.

საშეჯიბრო დღეებია - 24, 25, 26 და 27 მაისი.

ჩემპიონატის პირდაპირი ტრანსლირება მოხდება ინტერნეტით საქართველოს ჯომარდობის ფედერაციის youtube.com-ის არხზე, ასევე ინტერნეტ ტელევიზია Gogatv-ის მეშვეობით. ჯომარდობის ევროპის ჩემპიონატი ტარდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით.

ევროპის ჩამპიონატი ჯომარდობაში იმ 13 სპორტული ღონისძიების რიცხვშია, რომელიც გაერთიანებულია პროექტში "ჩექ ინ ჯორჯია სპორტი".

ღონისძიების საპატიო სტუმრების და სამსაჯო კოლეგიის შიდა გადაყვანას უზრუვნელყოფს გენერალური სპონსორი - ტურისტული კომპანია ჯეოვაილდექსი.

ღონისძიების ყველა სტუმარი შეჯიბრის პერიოდში დაზღვეული იქნება საერთაშრისო სადაზღვევო კომპანია "კამარას" მიერ.

სპონსორები: აი დი ეს ბორჯომი, ზედაზენი, მაირეკლამა, ჯი, რაფტინგ.ჯი ორენჯ ფიტნესი, გიფერი, რაცია.ჯი, ენერგო პრო, ნაციონალური დელიკატესი.

სპეციალური მადლობა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტს.

მედია პარტნიორები: რუსთავი 2, გოგა ტივი, რადიო ჯაკო, რადიო იმედი, ambebi.ge, sportall.ge, ჟურნალი "ჯორჯიან დეი".

გამარჯვებულების დაჯილდოვება და ჩეპიონატის დახურვა გაიმართება 27 მაისს ბორჯომის რაიონის სოფ. ჩითახევში, საჯომარდო ბანაკში "ჯომარდია". 28 მაისს სპორტსმენები და ღონისძიების უცხოელი სტუმრები დატოვებენ საქართველოს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი