რა თხოვნით მიმართავს საპატრიარქოს კულტურის სამინისტრო

რა თხოვნით მიმართავს საპატრიარქოს კულტურის სამინისტრო

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ საპატრიარქოს ეკლესია-მონასტრებში პარაფინის ნაკლები შემცველობის მქონე სანთლების გამოყენების თხოვნით მიმართა. საკითხი ფრესკებისა და საეკლესიო მხატვრობის გაფრთხილებას უკავშირდება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ განუცხადა, შესაბამისი თხოვნით სამინისტრომ საპატრიარქოს უკვე მიმართა და საპატრიარქოს მხრიდან საკითხის გათვალისწინების მზადყოფნა არის.

"კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს და საპატრიარქოს ჩართულობით შექმნილია ერთობლივი საბჭო, სადაც სხვადასხვა საკითხები განიხილება, დაწყებული რეაბილიტაციით, კონსერვაციით და სხვადასხვა მიმდინარე ნებისმიერი საკითხი შეიძლება იყოს დაყენებული. ამ საბჭოს ფარგლებში იყო მსჯელობა სანთლებთან დაკავშირებით. საპატრიარქოს მხრიდან იყო დაპირება, რომ მაქსიმალურად გაითვალისწინებენ ამ საკითხს", - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი