"მზიურის" ტერიტორიაზე გამნაღმველებმა მუშაობა დაასრულეს

"მზიურის" ტერიტორიაზე გამნაღმველებმა მუშაობა დაასრულეს

"მზიურის" ტერიტორიაზე გამნაღმველებმა მუშაობა დაასრულეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მოქალაქის მიერ შესული შეტყობინება, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერება იყო, არ დადასტურდა.

სამართალდამცველები "მზიურში" დაახლოებით 1 საათის განმავლობაში მუშაობდნენ. უსაფრთხოების გამო "მზიურში" მდებარე ერთ-ერთი შენობიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მოქალაქის ზარი იმ დროს შევიდა, როცა "მზიურში" ფილმ "პრაიდის" კინოჩვენება მიმდინარეობდა. "მზიურში" კინოჩვენებას იქ შეკრებილი სასულიერო პირები და მრევლი აპროტესტებდა. მათი თქმით, ფილმი ლგბტ თემის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად, რაც მათივე განცხადებით, დაუშვებელია.

ფილმის ჩვენებაზე მყოფი ხალხის ევაკუაცია "მზიურის" ქვედა ტერიტორიიდან განხორციელდა, ხოლო აქციის მონაწილეები სამართალდამცველებმა "მზიურის" ცენტრალური შესასვლელისკენ, ჭავჭავაძის ქუჩაზე გადაიყვანეს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი