ქეთევან ციხელაშვილი - ჩვენი ძალისხმევა არ მოდუნდება, ვიდრე გიგა ოთხოზორიას მკვლელი სათანადოდ არ იქნება დასჯილი

ქეთევან ციხელაშვილი - ჩვენი ძალისხმევა არ მოდუნდება, ვიდრე გიგა ოთხოზორიას მკვლელი სათანადოდ არ იქნება დასჯილი

არ მოდუნდება ჩვენი ძალისხმევა, ვიდრე გიგა ოთხოზორიას მკვლელი სათანადოდ არ იქნება დასჯილი, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.

"გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან ერთი წელი გავიდა. ეს არის უდიდესი ტრაგედია ოჯახისთვის და ამ საზარელმა დანაშაულმა მთელი საზოგადოება შეძრა. მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო თანაგრძნობა გიგას ოჯახის მიმართ. რთულია, რამით ანუგეშო მისი ოჯახის წევრები, მაგრამ ჩვენი ძალისხმევა არ მოდუნდება, ვიდრე გიგა ოთხოზორიას მკვლელი სათანადოდ არ იქნება დასჯილი. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი საკითხი მოლაპარაკებების ყველა ფორმატში", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი